| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხობელია ესაუბრა.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- არის, პირველ რიგში, წესიერება (ამაში იგულისხმება ბევრი რამ, მაგალითად, პასუხისმგებლობა, კეთილგონიერება და ა.შ. ადამიანური თვისებები) და შემდეგ უკვე აზროვნება, ფიქრი საკუთარ თავთან, თვითსწავლა.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- მოსწავლე არ არსებობს ისე, როგორც არ არსებობს, ზოგადად, იდეალური ადამიანი. მაგრამ მასთან მიახლოებულია მოსწავლე, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და სიბეჯითე.
- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...
- კეთილგანწყობილი, სამართლიანობაზე დაფუძნებული მამოტივირებელი გარემო.
- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...
- სასკოლო საზოგადოება ვითარდება და ეს თემისა და საზოგადოების ნდობაში გამოხატება.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- რომ დისტანციური სწავლების პროცესმა უფრო დაახლოვა მშობელი მასწავლებელთან, უფრო ჩაახედა მშობელი სასკოლო ცხოვრებაში, უფრო დაფასდა მასწავლებლის შრომა. ტყუილად არ უთქვამთ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“.
- დღევანდელობაში საჭიროა...
- მოზარდთან ახლოს იყოს მშობელი, მასწავლებელი, სკოლა. იცნობდეს მის სულიერ სამყაროს, დაეხმაროს მას სხვადასხვა პრობლემის უმტკივნეულოდ გადაჭრაში. ყველაზე დიდი როლი ამ საქმეში, რა თქმა უნდა, მშობლისაა.
- იმედი მაქვს, რომ...
- პანდემია მალე დასრულდება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა