სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დღევანდელობაში საჭიროა სკოლა მეტი ვალდებულებით და ასმაგი პასუხისმგებლობით ვმართოთ“ - დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი
02-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-სთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . . 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით საგნის გარდა, არის დეფინიცია - ადამიანობა, ჰუმანიზმი , სამართლიანობა, მიმღებლობა; ასევე, საჭიროა განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე უნდა იყოს განათლებული, თავისუფალი, შეძლოს საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება, ახერხებდეს დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია, მშობლებთან, პედაგოგებთან და თანატოლებთან.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . . 

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ჯანსაღი გარემო, დავნერგო და გავაძლიერო დემოკრატიული კულტურის და სხვა საჭირო გამჭოლი კომპეტენციები. მიუხედავად მძიმე ეპიდემიური ფონისა, სკოლა სათანადოდ მუშაობს ყველა სფეროში, როგორც ფორმალური ასევე, არაფორმალური განათლების მიმართულებით.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . . 

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ კეთილსინდისიერად მივყვეთ მეც და ჩემი გუნდიც სასკოლო ყოველდღიურობას; ვღებულობთ გამოწვევებს და ერთად ვპოულობთ მათი გადაჭრის გზებს. სკოლას აქვს აღებული სწორი გეზი და ის მიმართულია მოსწავლის კეთილდღეობისთვის.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . . 

- კოლეგებისგან ხშირად მესმის, რომ ჩემი თანადგომით, მათი პასუხისმგებლობით და ერთიანი ძალებით, ვუმკლავდებით სხვადასხვა გამოწვევებს, რუტინულ სიტუაციებს, ძალა ხომ ერთობაშია? შედეგად, სკოლა არის მოწოდების სიმაღლეზე.

- დღევანდელობაში საჭიროა. . . 

- დღევანდელობაში საჭიროა მეტი ვალდებულებით და ასმაგი პასუხისმგებლობით ვმართოთ სკოლა; მეტი პოზიტიური აქტივობებით დავტვირთოთ გაკვეთილები, რომ ისედაც რთული ეპიდემიური ფონი არ აისახოს უარყოფითად მოსწავლის ფსიქო - ემოციურ მდგომარეობაზე.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- იმედი მაქვს, რომ მალე სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მოსწავლისთვის პირისპირი სწავლების გათვალისწინებით; გვეყოლება უკლებლივ, ჯანმრთელი პედაგოგი და მოსწავლე. მოტივაცია კვლავ იქნება მაღალი და ამ ძალისხმევით გავაგრძელებთ ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება