სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით არის ადამიანობა“- რუსუდან ბორჩაშვილი​, დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . . 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით არის ადამიანობა, ურთიერთგაგება, ურთიერთსიყვარული, უფროს უმცროსის პატივისცემა და ურთიერთგატანა.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე პირველ რიგში ადამიანია, პატრიოტი და სწავლა - განვითარებით დაინტერესებულია.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . . 

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა მეგობრული და თანამშრომლობითი გარემო, რომელზეც არის დაფუძნებული თითოეული მოსწავლის განვითარება და მასწავლებელთა პროფესიული ზრდა.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . . 

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ კეთილგანწყობილ თანამშრომლებს და მოსწავლეებს ვხედავ, რომლებიც დაინტერესებული არიან თვითგანვითარებით, სხვათა წინსვლით და სკოლის განვითარებისთვის მხარდამხარ იბრძვიან.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . . 

- კოლეგებისგან ხშირად მესმის სევდანარევი გამოხმაურება პანდემიასთან დაკავშირებით, რადგან არაფორმალური თავისუფალი შეხვედრებით უფრო უახლოვდებიან ადამიანები ერთმანეთს და ამის შესაძლებლობა დღესდღეობით შეზღუდულია. მალე დასრულებულიყოს პანდემია და სიკეთით, სიყვარულით სიხარულით გაგვეგრძელებინოს ურთიერთობა თანამედროვე სტანდარტით მოწყობილ სასწავლო გარემოში.

- დღევანდელობაში საჭიროა. . . 

- დღევანდელობაში საჭიროა ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას, ახალ გამოწვევებს, გავიზარდოთ პროფესიულად, რათა აღვზარდოთ სულით მდიდარი, განათლებული, პატრიოტი ახალგაზრდობა და წამითაც არ მოვდუნდეთ.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- იმედი მაქვს, რომ ჩვენი სურვილი, ნატვრა ახდება - „მალე დასრულებულიყოს პანდემია და სიკეთით, სიყვარულით სიხარულით გაგვეგრძელებინოს ურთიერთობა თანამედროვე სტანდარტით მოწყობილ სასწავლო გარემოში“ და უახლოეს მომავალში მართლაც პანდემიის დასრულებით თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ სკოლაში გავაგრძელებთ სწავლას, გავუმკლავდებით და ფეხს ავუწყობთ თანამედროვე გამოწვევებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება