სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი პედაგოგიური კოლექტივი ერთიანი მიზნით ანთებულ ადამიანთა ერთობას წარმოადგენს“ - წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია
01-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-სთან ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . . 

- ჯერ კაცთმოყვარეობაა, მერე საგანი. 

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- უნდა ფიქრობდეს არა მარტო საკუთარ, არამედ თავისი კლასის მიღწევებზე, მზად უნდა იყოს დასახმარებლად და ადამიანურ თანადგომას და დახმარებას ასე უნდა აგრძნობინებდეს სხვებს . 

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . . 

- ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დამყარებული ატმოსფერო, ეს  ნიშნავს, რომ შენც იმსახურებდე პატივისცემას და მხარში დგომას... რომ თითოეული, თავის ვალდებულად თვლიდეს დაეხმაროს მას, ვისაც მისი გვერდით დგომა სჭირდება, საქმე ასე უფრო სწრაფად და ხარისხიანად კეთდება . 

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . . 

- ჩემი პედაგოგიური კოლექტივი ერთიანი მიზნით ანთებულ ადამიანთა ერთობას წარმოადგენს. მიუხედავად პანდემიისა, რომელმაც გარკვეული შეფერხება შემოიტანა სასკოლო ცხოვრებაში, ვაგრძელებთ მაღალი აკადემიური, სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარებისკენ სწრაფვას . 

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . . 

- რომ ვარღვევ ინსტიტუციას, რადგან თუ პრობლემა დგება, არასოდეს ველოდები ინსტიტუციური გზებით მოგვარებას, ვმონაწილეობ უშუალოდ, როგორც რიგითი მასწავლებელი. თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც ინსტიტუციის დაცვა მიჭირს, რასაკვირველია ასეთი საკითხების საჭიროებაც დგება . 

- დღევანდელობაში საჭიროა. . . 

- მოსწავლეზე მეტი მზრუნველობა, მეტი თანამშრომლობა მშობელთან, რადგან სწავლების ფორმების ცვლილება მათგან იმ ახალ ცოდნას მოითხოვს, რომელსაც საკუთარ შვილების  დასახმარებლად გამოიყენებენ. დისტანციური სწავლების ფორმამ სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვნად გაზარდა მშობლის ჩართულობის მნიშვნელობა.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- პანდემია მალე დასრულდება და ადამიანებს ერთმანეთთან სიახლოვე შიშს კი არა ძველებურად სიხარულს მოჰგვრის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება