სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

არც ერთი უსიმპტომო: როგორ მიმდინარეობს ბავშვებში „ომიკრონი“?
29-01-2022
-
+


სურდო, ხველა, ყელის ტკივილი და მოთენთილობა - ბავშვებში შტამი „ომიკრონის“ ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია. ამის შესახებ ლონდონის სამეფო კოლეჯის სპეციალისტები აცხადებენ. 

ამასთან, ბრიტანელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიმდინარეობისას ბავშვებში დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა არ შეხვედრიათ. 

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის ემა დუნკანის თქმით, ინფექციის თანმხლები ნიშნები ასევე შესაძლოა იყოს თავის ტკივილი, ცემინება და სხეულის მაღალი ტემპერატურა.

„ომიკრონის“ შედარებით იშვიათ სიმპტომებად კი სპეციალისტებმა დაასახელეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები დიარეის სახით, გამონაყარი და ასევე, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთება.

კვლევის მიმდინარეობისას ექიმებმა რვიდან 12-წლამდე ბავშვებში რამდენიმე ასეული შემთხვევა გააანალიზეს. 

ექსპერტებმა იხელმძღვანელეს მობილური აპლიკაციის მონაცემებით, რომლის საშუალებითაც დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლები მათი სიმპტომების შესახებ იტყობინებიან.

წყარო: Insider

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლემ ორ კატეგორიაში იასპარეზა და ერთგან პირველი, სხვა კატეგორიაში კი მე-3 ადგილი დაიკავა

კლასის დამრიგებლმა გერმინე ტონაკანიანმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა

 

 

ღონისძიება, სასწავლო-შემეცნებითი, საზეიმო და შემოქმედებითი ნომრებით წარიმართა

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება