| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლაში, 2022 წლის 21 იანვარს, მოსწავლის, მარიამ პაპიძის ნახატების გამოფენა მოეწყო.
მისი ნახატები სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დაათვალიერეს. მარიამი რამოდენიმე წელია ხატავს. მაგრამ გაძლიერებული ხატვის სურვილი, როგორც თვითონ აღნიშნავს წინა წლის ზაფხულზე გაუჩნდა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მანანა პაპიძე აღნიშნავს რომ, გაკვეთილის მიმდინარეობისას, როცა პროფესიების არჩევაზე საუბრობდნენ, მარიამმა მისთვის საინტერესო პროფესიად მხატვრობა დაასახელა. მას უნდა რომ მხატვარი გამოვიდეს. მისთვის ეს პროფესია საინტერესო და სასურველია.
„როგორც მასთან საუბრისას გაირკვა ხატავს ნებისმიერ დროს როცა სცალია. ხატვის კონკრეტული სტილი მას ჯერ არ აურჩევია, ხატავს ყველაფერს რაც მოესურვება. მისი ნახატებიდან აშკარად გამოსჭვივის მხატვრის ნიჭი, საკუთარი სტილი და ხედვა რაც მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისთვის. მარიამი თვითნასწავლი მხატვარია, მას მხატვრობასთან შეხება, გარდა სკოლაში საგნის - ხელოვნება, სწავლისა არ ჰქონია. მისი მიზანია ცნობილი მხატვარი გამოვიდეს და თავი მხატვრებს შორის როგორც გამოჩენილმა ხელოვანმა დაიმკვიდროს“, - აღნიშნავს მარიამის პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას