| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უფროს და წამყვან მასწავლებლებს პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შემდეგ კარიერული წინსვლის საშუალება მიეცემათ. გამოცდა წელს პირველად ჩატარდება და მასთან დაკავშირებით უკვე უამრავი კითხვა გაჩნდა.
მასწავლებლობის მსურველებს აინტერესებთ - მხოლოდ პედაგოგები დაიშვებიან გამოცდაზე თუ ისინიც, ვისაც საგნის კომპეტენცია დადასტურებული აქვთ, თუმცა სკოლაში ჯერ არ მუშაობენ? მათ ნაწილს პედაგოგის დიპლომი აქვს, ნაწილს კი უნივერსიტეტში მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამა აქვს გავლილი, შესაბამისად, უფროსის სტატუსისთვის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ამ კითხვით etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ სტატუსის ამაღლების გამოცდაზე მხოლოდ სკოლაში დასაქმებული უფროსი და წამყვანი მასწავლებლები დაიშვებიან.
„საგნის გამოცდის ჩაბარება არ ნიშნავს მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსის მიღებას, არც 60-კრედიტიანი პროგრამა და არც მასწავლებლის დიპლომი არ ანიჭებს უფროსის სტატუსს პირს იქამდე, სანამ სკოლაში არ დასაქმდება. უფროსის და წამყვანის სტატუსი მხოლოდ სქემაში ჩართულ, მოქმედ მასწავლებლებს აქვთ, შესაბამისად, კარიერული წინსვლისთვის პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებს მიეცემათ, სხვას - არავის“, - განგვიმარტეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული უნარების გამოცდა კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია, საგამოცდო ტესტის ბარიერის გადალახვის შემდეგ კი პედაგოგები პრაქტიკულ ნაწილში შეფასდებიან.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა