| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ამ რეჟიმით ვფიქრობ, შესაძლებელია სკოლების ფუნქციონირება“,- განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვა. მისი თქმით, არდადეგებამდე განათლების სამინისტრო პროცესს მეტ-ნაკლებად კარგად მართავდა და შემთხვევების დაფიქსირებისას შესაბამისად მოქმედებდა.
ბიძინა კულუმბეგოვმა ასევე იმ რისკებზეც ისაუბრა, რაც ბავშვებში ვირუსის გავრცელებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ მშობლებმა სკოლაში მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვებიც კი არა უნდა გაუშვან.
„სამწუხაროდ, რისკი (ბავშვებში გავრცელების) არსებობს, რადგან აუცრელი პოპულაციის ნაწილია. ბუნებრივია, 12 წლამდე აცრას ვერ ვიყენებთ, იქ არის ყველაზე დიდი არეალი და გასაქანი სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების მქონე პოტენციის ვირუსისთვის. ამიტომ, მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა. ჩვენ ვიცით, ეს პრობლემები არსებობს, როცა მშობელს ბავშვის სახლში დატოვების პრობლემა აქვს, ამიტომ შევეცადოთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.
მეტ-ნაკლებად განათლების სამინისტრო ამას კარგად მართავდა არდადეგებამდე, წინა პერიოდში, ჩვენ ამას ვხედავდით, სადაც ფიქსირდებოდა, იქ იხურებოდა კონკრეტული ჯგუფები, თუ საჭირო იყო სკოლის გამოთიშვა ხდებოდა სასწავლო პროცესიდან, ამიტომ ამ რეჟიმით ვფიქრობ, შესაძლებელია სკოლების ფუნქციონირება“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი