| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პედაგოგებს, პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება ცალკე უწევთ, რისთვისაც ერთ გაკვეთილში დამატებით 7 ლარი ერიცხებათ. ჯამში „ონლაინების“ ანაზღაურება, სწორედ საათობრივი დატვირთვის მიხედვით ინდივიდუალურად ხდება, თუმცა როგორც გაირკვა, მასწავლებლებს ხელფასი შეცდომით ჩაერიცხათ, ზოგს ჩატარებული საათები დააკლდა, ზოგს კი „ესქულში“ ჰიბრიდული გაკვეთილები საერთოდ გაუქრა.
რა უნდა მოიმოქმედონ მასწავლებლებმა ასეთ შემთხვევაში და ვის უნდა მიმართონ? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ პედაგოგებმა იმ ონლაინ-გაკვეთილების ანაზღაურება მიიღეს, რომელიც ბაზაში იყო ასახული:
„მასწავლებლებს იმ გაკვეთილების თანხები დაერიცხათ, რომელიც „ესქულის“ ბაზაში იყო ასახული. თუ ფიქრობთ, რომ რაიმე შეცდომაა და არ ეთანხმებით, შეგიძლიათ მოგვმართოთ eflow-ს საშუალებით“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას