სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოდოგანის საჯარო სკოლაში „ნარჩენებისგან შექმნილი დეკორაციების კონკურსი“ ჩატარდა
04-01-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და სახალისო საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს. სკოლაში ნარჩენებისგან შექმნილი დეკორაციების კონკურსი ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ.

„ჩვენს სკოლაში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა აქტივობა - „ნარჩენებისგან შექმნილი დეკორაციების კონკურსი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: V, VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა. კონკურსის ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა სამ ნომინაციაში გამარჯვებული მერვე – მეცხრე კლასის გუნდი „კარაბიკები“ და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს - ფიქრია ქოჩიაშვილსა და ლია ბრეგაძეს, ასევე ყველა მონაწილეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, აღსანიშნავია რომ სკოლის პატარა მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება მოეაწყვეს. სკოლა კლასების ხელმძღვანელებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის:

„ჩვენი პატარების საახალწლო ღონისძიებით მოგილოცავთ შობა - ახალ წელს! მადლობა მათ ამ ლამაზი დღისთვის.. ვისურვებდით, რომ მათთვის ყოველი დღე და წელი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით იყოს სავსე! ასევე, დიდი მადლობა კლასების ხელმძღვანელებს შრომისთვის!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება