სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო ანთაძის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია - „თბილი ზამთარი წალკაში“ გაიმართა
24-12-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო ანთაძის ინიციატივით და ორგანიზებით აქცია სახელად - „თბილი ზამთარი წალკაში“ მოეწყო. 

აქციის ორგანიზებაში აქტიურად მეთორმეტე კლასის მოსწავლეები და სხვა პედაგოგებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც მასწავლებელი ნინო ანთაძე მადლობას უხდის.

„საოცარმა ადამიანმა, ცხოველთა სახალხო ფონდის დამაარსებელმა, თიკო კვალიაშვილმა მომაწოდა 20 - მდე წყვილი ახალი და მეორეული ფეხსაცმელი, მათთვის ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, (თანხა ამ ყველაფრისთვის გაიღო ორმა უკეთილშობილესმა გოგონამ, ქართველმა ემიგრანტებმა ისრაელში, ვინაობის გამხელა არ ისურვეს და ბავშვების სახელით უღრმესი მადლობა მათ) სხვადასხვა ტანსაცმელი გამოგვიგზავნეს კეთილმა ადამიანებმა თბილისიდან. ჩვენს სკოლაში / სოფელში ვისაც რამე გვქონდა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ნივთები, რასაც აღარ ან ვეღარ ვიყენებდით, ან გაგვიხარდებოდა სხვას ჰქონოდა, მოვაგროვეთ სკოლის ბიბლიოთეკაში, დავახარისხეთ და მოვაწყეთ საქველმოქმედო - უფასო გამოფენა გაყიდვა. ნებისმიერ ბავშვს ჰქონდა საშუალება აეღო ის ნივთი, რაც მოუნდებოდა და მოეწონებოდა. ღონისძიება გამოდგა იმაზე სახალისო და თბილი ვიდრე წარმომედგინა. პროექტის მიზანი იყო - „თბილი ზამთარი ყველა ბავშვს“: ბავშვებს შორის ბარიერების დარღვევა და მათი დაახლოება; საყვარელი ნივთების გაცვლა-გამოცვლა და თბილი ღიმილების გამონათება; დანარჩენი შედეგებმა აჩვენა. სამწუხაროდ ყველაფრის გადაღება ვერ მოვახერხეთ ისეთი მხიარულება და აქტიური გაცვლა-გამოცვლები გვქონდა. უბედნიერესი პატარების თბილი ღიმილები ღირდა ყველაფრად. ეს ყველაფერი იმდენად სახალისო და კარგი გამოდგა, ბავშვების თხოვნით აუცილებლად გაიმართება მეორე ეტაპიც. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ პროექტი ეხმიანება მდგრადი განვითარებისა და ნარჩენების მართვის მიზნებს. ნივთების მეორედ გამოყენებასა და ნარჩენების შემცირების /მდგრადი მართვის კუთხით. თბილ ზამთარს და ჯანმრთელობას გისურვებთ“, - აღნიშნავს პედაგოგი ნინო ანთაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება