სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცაგერის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ესტუმრნენ
24-12-2021
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცაგერის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ესტუმრნენ. 

მოსწავლეები იქ პროექტის - „პროფესია - მეხანძრე“, ფარგლებში იმყოფებოდნენ. 

აღნიშნული პროექტის ავტორი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი გვანცა ჭაბუკიანი იყო.

მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით უსმენდნენ მეხანძრეებს, რომლებიც თავიანთი გამოცდილების შესახებ ინფორმაციას უზიარებდნენ. პატარები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მეხანძრე-მაშველის პროფესია ძალიან საპასუხისმგებლოა.

„საველე გაკვეთილის მიზნები მდგომარეობდა შემდეგში: გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება, მეხანძრის პროფესიის მნიშვნელობის გააზრება, საგანგებო სიტუაციის შემთხვევეში შესაბამისი და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
თითოეული მეხანძრე-მაშველი გმირია! მუდამ ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე მდგარნი, ხშირად, საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ.
ჩვენმა მასპინძლებმა გაგვიზიარეს თავისი გამოცდილება და მოიგონეს საინტერესო ეპიზოდები, რომლებიც უჩვეულო და საგანგებო სიტუაციებში დააგროვეს წლების მანძილზე, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია პატარებში.
ასევე, მოსწავლეებმა დეტალურად დაათვალიერეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი და გულწრფელად გაიაზრეს მეხანძრე-მაშველების განუზომელი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დიდი მადლობა ცაგერის სახანძრო-სამაშველო სამსახურს გულთბილი და საინტერესო მასპიძლობისთვის“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება