სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

7 მიზეზი, რატომ უნდა იკითხოთ მხატვრული ლიტერატურა ხშირად
30-05-2018
-
+


წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე არაერთი ისტორია გსმენიათ მშობლებისგან. დღეს კი, უკვე კვლევების საფუძველზე, გამოიკვეთა 7 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ მხატვრული ლიტერატურა უფრო ხშირად:

1. თანაგრძნობის გამოწვევა

მხატვრული ლიტერატურა იმდენად გითრევს თავის ისტორიებსა და გმირების ცხოვრებაში, რომ პერსონაჟების ადგილას წარმოგადგენინებს თავს და მათ ტკივილსა და სიხარულს, წარმატებასა და ბრძოლას თანაგრძნობით, საკუთარი შეგრძნებებივით განგაცდევინებს.

2. სტერეოტიპებისგან გათავისუფლება

სტერეოტიპები ფერადკანიანებზე, შემწეობის მთხოვნელებსა და დამნაშავეებზე. მხატვრული ლიტერატურა მათი ცხოვრების ასახვითა და სათქმელის გადმოცემით მკითხველს მათი თვალით უჩვენებს სამყაროს და მეტად ტოლერანტულ დამოკიდებულებას აყალიბებს.

3. მდიდარი წარმოსახვის უნარი

„ავტორი მხოლოდ წიგნის ნახევარს წერს. ნაწარმოებს მკითხველი ასრულებს “- ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი ჯოზეფ კონრადი. კარგი მწერალი საინტერესო სიუჟეტებსა და გმირებს ქმნის საინტერესო წერის მანერით, მკითხველი კი მდიდარი წარმოსახვით აცოცხლებს პერსონაჟის გარეგნობას, ქალაქის პეიზაჟსა და ოთახში დატრიალებულ კერძის სუნსაც კი.

4. მშვიდი ძილი და მყარი ნერვული სისტემა

კითხვა იდეალური საქმიანობაა ძილის წინ. მხატვრული ლიტერატურა გართობთ, გადუნებთ და ტკბილად ჩაძინებაში გეხმარებათ. კვლევებმა აჩვენა, რომ 6 წუთის განმავლობაში კი კითხვა 68%- ით ამცირებს პულსს და ასვენებს კუნთებს.

5. ძლიერი მეხსიერება და ლოგიკა

კვლევების თანახმად, მხატვრული ლიტერატურის აქტიური მკითხველები ხანდაზმულობაში 32%- ით ნაკლებად იტანჯებიან ალცაიმერის დაავადებით. წიგნის გმირების დამახსოვრება და ნაწარმოების მთავარ სათქმელთან წვდომა ავარჯიშებს მეხსიერებას და ავითარებს ლოგიკას.

6. მდიდარი სიტყვის მარაგი

თუ გსურთ ლამაზად ისაუბროთ, მხატვრული ლიტერატურა უნდა იკითხოთ. ამ გზით, გაიმდიდრებთ სიტყვების მარაგს, უფრო მარტივად ჩამოაყალიბებთ სათქმელს და გათავისუფლდებით შაბლონური ფრაზებისგან.

7. ახალი მეგობრები და გამოცდილება

მხატვრული ლიტერატურა საინტერესო პერსონაჟებს გვაცნობს და მრავალფეროვან გარემოში გვამოგზაურებს, გვიყალიბებს განსხავავებულ დამოკიდებულებებს და  ისეთ გამოცდილებას გვაძლევს, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში რთულად მივიღებდით.

ყოველი წაკითხული წიგნი ადამიანს პიროვნულად ზრდის და ავითარებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება