| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დამღლელი სასწავლო სემესტრისა და პანდემიის გამო გამოწვეული დაძაბულობის ფონზე, მასწავლებლებს დასვენება ნამდვილად სჭირდებათ. სასურველია, რომ მათ ზამთრის არდადაგები დაგეგმონ და ნაყოფიერად გამოიყენონ. მართალია, რთულია იყო პედაგოგი და სასკოლო საქმეებისგან დისტანცირდე, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელია. საჭიროა, რომ განიტვირთოთ და ახალი სემესტრისთვის განახლებული ძალებით მოემზადოთ.
ამისთვის კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ.
უყურეთ მსუბუქ, საახალწლო ან პროფესიულ ფილმებს. ეს დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება. ასეთი შეიძლება იყოს კლასიკური მუსიკა, პოპი, როკი ან ქართული ფოლკლორი.

იპოვეთ ახალი ჰობი და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეთ. ეს სკოლაში დაბრუნებისასაც დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, მოსწავლეებს თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ და ახლის კეთების სურვილი გაუჩინოთ.

როგორც წესი, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის ცოტა დრო გრჩებათ, არდადაგები კი საშუალებას გაძლევთ, რომ ეს გამოასწოროთ.

და ბოლოს, გამუდმებით იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებაზე და არდადაგების ბოლო დღეებში ახალი სემესტრისა და მონატრებულ მოსწავლეებთან შესახვედრად მოემზადეთ.
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება