სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პანდემიიდან გამომდინარე მასშტაბური ღონისძიებებისგან თავს ვიკავებთ“-საჯარო სკოლების დირექტორები საახალწლო სამზადისის შესახებ
21-12-2021
-
+


სკოლებში საახალწლო სამზადისია. პანდემიიდან გამომდინარე ხალხმრავლობა და მასშტაბური ღონისძიებები რეკომენდირებული არ არის, თუმცა სკოლებში პედაგოგები, დირექციის ხელშეწყობით, ცდილობენ საახალწლო განწყობა და ხალისი მოსწავლეებს მაინც ჰქონდეთ. etaloni.ge სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა გაეგო თუ როგორ ემზადებიან საახალწლოდ. 

მანანა სონგულია, წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიურ რეჟიმში ვიმყოფებით, პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა საკლასო ოთახში დაიდგა ნაძვის ხეები. ჩვენს სკოლას საახალწლო კარნავალის ტრადიცია აქვს, თუმცა შარშან და წელს COVID-19 ვირუსის გამო თავს ვიკავებთ, მაგრამ განწყობის ასამაღლებლად კლასებში მცირე აქტივობები რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობა საახალწლოდ პროექტს - „სიკეთე გადამდებია“ მართავს. მოსწავლეები იმ ოჯახებისთვის, რომელთაც სჭირდება დახმარება ტანსაცმელს შეაგროვებენ, ამ კეთილ საქმეში სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა კონსულტაცია გაგვიწიეს. მინდა, სრულიად საქართველოს დამდეგი შობა - ახალი წელი მივულოცო. 2022 წელი იყოს პირველ რიგში სიმშვიდის წელი. ვისურვებ, მთელი ქვეყანა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, ჩვენს გვერდით ამდენი დაინფიცირებული აღარ ყოფილიყოს. ასევე, მსურს მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ერთმანეთის ჯანმრთელობისა და პირადი ბედნიერების დასაცავად აიცრან. სრულიად საქართველოს ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ.

მიხეილ გრიგოლია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სოფელში ერთი წარმატებული და ქველმოქმედი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის ყოველ ახალ წელს საჩუქრებს გვიმზადებს, მოაქვს და ჩვენ ბავშვებს გადავცემთ. ეს ტრადიცია მხოლოდ ახალ წელს არ არის, ამ კეთილ საქმეს ეს ადამიანი, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, სკოლის დაწყებისას და დასრულებისას ასაჩუქრებს მოსწავლეებს. წელს, სკოლაში, რეგულაციებიდან გამომდინარე, საახალწლო ღონისძიების ჩატარებას დაწყებით კლასებში მოკრძალებულად ვაპირებთ. მინდა, ყველას ვუსურვო ბედნიერება და წინსვლა. სასკოლო საზოგადოებას პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ.

რუსუდან უსუფაშვილი, თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში ნაძვის ხე უკვე აწყობილია და დაწყებითი კლასების პედაგოგები ღონისძიებისთვის ემზადებიან. გვინდოდა ბევრი აქტივობა გაგვეკეთებინა, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ მასშტაბური ღონისძიებებისგან. რამოდენიმე დღის წინ საქველმოქმედო ღონისძიება გავაკეთეთ პატარა ნიკოლოზ რობაქიძის დასახმარებლად. მოვაწყეთ დიდი გამოფენა-გაყიდვა და საკმაოდ სოლიდური თანხა გადავეცით ბავშვის ოჯახს. ამის გამო ძალიან გახარებულები ვართ, ამ ფაქტმა ჩვენი საახალწლო სიხარული კიდევ უფრო მეტად გაასხივოსნა. მინდა, საქართველოში იყოს მშვიდობა, ვისურვებ ყველა ბავშვს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ შესაბამისი ცოდნა მიიღოს.

ელგუჯა როგავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პანდემიიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე, ღონისძიებებს არ ვგეგმავთ. სკოლის ფოიეში ბავშვებმა ლამაზი ნაძვის ხე დადგეს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო დამდეგი ახალი წელი. მომავალი 2022 წელი ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი.

თამარ გოგაძე, რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

რუსთავის N5 საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობა ნაადრევად შევქმენით. მოსწავლეებმა საკუთარი საკლასო ოთახები საახალწლოდ გააფორმეს, რამაც მთელს სკოლაში სასიამოვნო განწყობა შექმნა. განწყობას ასევე, განათებებითა და ზარის ნაცვლად მუსიკით ვქმნით, სკოლის შიგნით მეტი სხვა ღონისძიებები არ იგეგმება. ხალხმრავლობა არ არის მიზანშეწონილი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მოკრძალებული აქტივობებით შემოვფარგლულიყავით. მინდა, სრულიად საქართველოს, ჩემს სკოლას, მოსწავლეებს და მშობლებს 2022 წელს მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიკეთე და ზღვა სიყვარული ვუსურვო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება