სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებს ახალმა წელმა, დროებით, პანდემიის შიში დაავიწყა“- სკოლების დირექტორები საახალწლო სამზადისის შესახებ
20-12-2021
-
+


შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სკოლებში საახალწლო სამზადისი იწყება. კორონავირუსის გამო, სასკოლო ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა, მათ შორის ღონისძიებების გამართვის წესიც. Etaloni.ge დაინტერესდა, ამ მხრივ, რა მდგომარეობაა საქართველოს სხვადასხვა სკოლაში და დაუკავშირდა მათ დირექტორებს. როგორც აღმოჩნდა, ზოგან მცირე სასკოლო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც მშობლებიც კი არ დაესწრებიან, ზოგან კი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მსგავსი აქტივობისგან თავს შეიკავებენ.

ვერა ოდიკაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი:

საახალწლო დღესასწაული ჩვენს სკოლაში ტრადიციაა. ყოველ წელს, თითოეული საკლასო ოთახი ფორმდება, მოსწავლეები ფანჯრებს თემატურად ხატავენ, ამზადებენ ნომრებს. შემდეგ ხელოვნებისა და სხვა დარგის სპეციალისტებით ჟიური კომპლექტდება, სამზადისის დამთავრებისას გამარჯვებულ კლასს, ნახატსა და აქსესუარს ვავლენთ. ამ პროცესში ყველა კლასი ჩართულია. მონაწილეობისთვის ყველა მათგანს სერტიფიკატი გადაცემა. ამასთანავე, საუკეთესო ნამუშევრები სკოლის დერეფანში განთავსდება. წელს ახალრეაბილიტირებულ სკოლაში გადავედით, ინტერიერიც ლამაზი გვაქვს, დიდი ნაძვის ხეც შევიძინეთ, გავაფორმეთ ფოიე, დერეფანი, კლასები. არ ვფიქრობთ მასშტაბური ღონისძიების გამართვაზე, სადაც ხალხმრავლობა იქნება, უბრალოდ, მოსწავლეები საკლასო ოთახებში ნომრებს წარმოადგენენ და ასე აღვნიშნავთ.

დოდო ხაჩიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში ნაძვის ხე და მოსართავები გვაქვს, რითიც შენობას ყოველ წელს ვალამაზებთ.  მოსწავლეები თავიანთ კლასებს ფერადი ქაღალდებითა და სათამაშოებით რთავენ. პანდემიამდე კონკურსს ვატარებდით - ვისი კლასი იყო უფრო ლამაზი. ახლა, რადგან ერთიან სასკოლო ღონისძიებას ვერ ვატარებთ, კლასებს ვაერთიანებთ და ისინი აკეთებენ მცირე ღონისძიებას. ამას საბაზო საფეხურზე ქართულის მასწავლებელი ხელმძღვანელობს, ხოლო დაწყებითზე კლასის დამრიგებლები. სკოლაში საახალწლო განწყობა გვაქვს. გამართულ ღონისძიებას მშობლები და სხვა გარეშე პირები არ დაესწრებიან, ყველა შესაბამისი რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება.

დოდო გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

საახალწლოდ სკოლაში დიდი ღონისძიება არ იგეგმება. მხოლოდ მცირე საკლასო აქტივობები გაიმართება. სკოლაში რამდენიმე მასწავლებელი ინფიცირებული გვყავს და ამ მხრივ, სიფრთხილეს ვიჩენთ. ისე კი სკოლა მორთულია, ყველა კლასში პატარა ნაძვის ხე დგას. მოსწავლეებს განწყობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია, დღესასწაულს ბავშვები დიდი სიხარულით ეგებებიან. მათ ახალმა წელმა, დროებით, პანდემიის შიში დაავიწყათ. პატარებმა თავიანთი ხელით გამოჭრეს დეკორაციები, ნაძვის ხე ააწყვეს და სკოლა მორთეს. შესაბამისად, სკოლაში ხალისია.

ირმა წაქაძე, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ ეტაპზე, ჩვენს სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ორ სკოლაში ვართ გადანაწილებული. ასე რომ, ფართიც არ გვაქვს იმისთვის, რომ რაღაც ღონისძიება გავაკეთოთ. დაწყებითი კლასების პედაგოგები უბრალოდ ფიქრობენ, რომ მილოცვები ჩაწერონ და პირველი კლასიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, საახალწლო ვიდეორგოლები ავაწყოთ. რაც შეეხებათ, თანამშრომლებს, მოვიფიქრეთ, რომ სკოლის შენობის გარეთ, რეგულაციების დაცვით, გასართობ-შემეცნებითი საღამო მოვაწყოთ. ადრე ყოველ წელს კარნავალებს ვაწყობდით, მაგრამ, ამ ეტაპზე, თავს ვიკავებთ, რადგან სხვა სკოლებში ვართ.

სვეტლანა რურუა, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ რაიმე სახის ღონისძიებისგან  მაქსიმალურად თავს ვიკავებთ. უბრალოდ, ყველა საკლასო ოთახი ნაძვის ხეებითა და სათამაშოებითაა მორთული. პანდემიიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ, თორემ სხვა დროს, მასშტაბური ღონისძიებები გვქონდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლებისთვის კონსულტანტ-მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - ხელფასი 1250 ლარია

სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა 

სკოლის მოსწავლეებში გავრცელდა არასრულწლოვნის ვიდეო, რომელიც მას ფარულად გადაუღეს - დეტალებს პროკურატურა ასაჯაროებს

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მასწავლებლებს ვადა 2029 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო როგორც ენობრივი უნარების განვითარებას, ისე სწავლისადმი ინტერესის გაძლიერებას

მოსწავლეებმა დედის შრომასა და ამაგს ხოტბა შეასხეს და ქართული ენის ცოდნა წარმოაჩინეს

 

 

 

მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ

მოსწავლეებმა საინტერესო პრაქტიკული აქტივობა შეასრულეს - პატარა მაღაზია მოაწყვეს და ყიდვა-გაყიდავა გააჩაღეს

მოსწავლეები მოიხიბლნენ ეროვნული საგანძურით და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ მუზეუმიდან

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება