სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში შეუძლია მასწავლებელს ორი სტატუსის დანამატი მიიღოს - განათლების სამინისტროს განმარტება
03-12-2021
-
+


მასწავლებლები ანაზღაურებას საათობრივი დატვირთვის გარდა განათლების, სამუშაო გამოცდილების და სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით იღებენ. შეუძლია თუ არა მასწავლებელს ორ საგანაში აიმაღლოს სტატუსი და შესაბამისად მან ორი სტატუსის დანამატი აიღოს?

ამ შეკითხვით Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, ამგვარი პრაქტიკა მიღებულია და ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს იმდენი სტატუსის დანამატი ერიცხება, რამდენიც აქვს:

„რა თქმა უნდა თუ მასწავლებელს ორ სხვადასხვა საგანში აქვს ვთქვათ უფროსის სტატუსი, შეუძლია ერთი და იგივე სკოლაშიც ასწავლოს და სტატუსის დანამატიც შესაბამისად დაერიცხება. საბოლოო ანაზღაურებას კი საგაკვეთილო საათების რაოდენობა განსაზღვრავს“ , - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

დამატებითი ანაზღურება აქვს კლასის დამრიგებელსაც. რაც შეეხება სტატუსებს, დანამატი ასე გამოიყურება:

  • უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;
  • წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1250 ლარით.

სტატუსის დანამატის სრულად აღებისთვის საკმარისია მასწავლებელს ჰქონდეს მინიმუმ 15 საათი კვირაში, დაწყებითი კლასების პედაგოგისთვის კი სტატუსის სრული დანამატის მისაღებად კვირაში 13-საათიანი დატვირთვაც საკმარისია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება