სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
03-12-2021
-
+


კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

„შემოდგომამ ყვითელი ფერხულით ჩაიარა და ჩვენი სკოლის კედლებიც ბარაქიანი წელიწადის დროის გასაცილებელმა ჟრიამულმა მოიცვა.

სიმღერებით, ლექსებით, მხიარული გამოცანებითა და ნობათით დახუნძლული კალათით გააცილეს მოსწავლეებმა ოქროსფერი შემოდგომა. მოაწყვეს ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „შემოდგომა ჩემს სოფელში“, წარადგინეს შემოდგომის თემაზე შექმნილი აპლიკაციები. ღონისძიების დასასრულს დადებითი ემოციებით სავსეებმა თათარა გაამზადეს და მათთვის საყვარელი ნუგბარი - ჩურჩხელა ამოავლეს. ცივი და სუსხიანი ზამთრის შესაგებებლად სითბო, ღიმილი და მაჟორული განწყობა მოიმარაგეს და ჩვენც უხვად გაგვინაწილეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება