| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსის პირველ ეტაპზე სკოლიდან 13 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 4 მეორე ეტაპზე გადავიდა.
სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატს ორგანიზებას „ეტალონი პედაგოგი“ დალი შავგულიძე უწევდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მერვე კლასის მოსწავლე ელენე კობახიძემ მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მესამე, ხოლო მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ დავლაძემ მეათე ადგილი დაიკავა.
სკოლა მოსწავლეებს ამ წარმატებას ულოცავს.
„სკოლა ულოცავს ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს მიღებულ შედეგს და ამაყობს თავისი მოსწავლეებით. უსურვებს წარმატებას სავალ გზებზე, ასევე ვულოცავს სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს ამ წარმატებას. მრავალი ასეთი ნიჭიერი თაობა აღგეზარდოთ“,- წერს სკოლა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ზესტაფონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი