| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

1 დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე ბარათების“ სისტემა ამოქმედდება; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებსა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე - კოვიდპასპორტის გარეშე იმ შემთხვევაში შეგიშვებენ, თუ ჩატარებული გაქვთ 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი გაქვთ კორონავირუსი.
საინტერესოა, საჭირო გახდება თუ არა სკოლებში „მწვანე პასპორტების“ წარდგენა და მოსთხოვენ თუ არა აღნიშნულ საბუთს პედაგოგებს? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა. ოფიციალურ უწყებაში განგვიმარტეს, რომ პედაგოგებსა და ზოგადად, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ საბუთის წარდგენა არ სჭირდებათ:
„თავიდანვე გადაწყვეტილი იყო და ახლაც არაფერი შეცვლილა - სკოლაში „მწვანე პასპორტის“ წარდგენა საჭირო არ არის“.
იხილეთ ასევე:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას