სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს მომავალ ქართველებად ზრდის“-  წალენჯიხაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური დასრულდა
29-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალენჯიხელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალენჯიხის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

იზოლდა ჭიჭინაძე, ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურად მონაწილეობენ. ეს კონკურსი ერთგვარად მიღებული ცოდნის თვითკონტროლია - მოსწავლისთვის საუკეთესო შანსი, რათა საკუთარი ცოდნა შეამოწმოს. ასევე, იმ მხრივ არის შესანიშნავი, რომ ბავშვს დამოუკიდებლად მუშაობის უდიდესი უნარი უვითარდება.

ვახტანგ გოგოხია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია რაც კი ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. მოსწავლეები კონკურსის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ, რაც ძალიან მახარებს. მინდა ვთქვა, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებსაც უყვართ და ჩვენც, პედაგოგებსაც.

ეკა ფიფია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ქართულ სივრცეში „ეტალონი“ ერთადერთი პროექტია, რომელიც ისეთ საქმეს ემსახურება, რასაც ნამდვილი, 21-ე საუკუნის ადამიანის აღზრდა ჰქვია. მოსწავლეები ამ კონკურსში აუცილებლად უნდა ჩაერთონ, რადგან „ეტალონი“ მოსწავლეებს მართლაც მომავალ ქართველებად ზრდის.

გურანდა საჯაია, ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით მეც და ჩემი მოსწავლეებიც კმაყოფილები ვართ. მოსწავლეების სწავლის მხრივ ეს კონკურსი კარგად აისახება და ამიტომ მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტესტირების ფორმატი სწავლის შედეგებზეც დადებითად აისახება. მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტებს ყოველთვის სიხარულით ელიან და აქტიურად მონაწილეობენ. 

ლოდიკო აკობია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონით“ მე პირადად კმაყოფილი ვარ თუმცა, ჩემი მოსწავლეებისგან უფრო მეტი მოლოდინი მქონდა. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ „ეტალონი“ მოსწავლის ცხოვრებისთვის აუცილებელი პროექტია და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. „ეტალონის“ ნებისმიერ პროექტში მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც სიხარულით მონაწილეობენ.

ნატო ბელქანია, წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ და საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიმსახურეს. ბავშვების აქტიურობით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მოსწავლეები ამ კონკურსის საშუალებით ნასწავლის განმტკიცებას ახდენენ, რაც მათთვის ძალიან სასარგებლოა. აღნიშნული კონკურსი ძალიან მომწონს, რადგან აქ ყველა საგანია გაერთიანებული და მოსწავლეების ცოდნა საფუძვლიანად მოწმდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება