სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რამდენად ეფექტურია კოლეგებთან ერთად გაკვეთილის გეგმის შედგენა?
13-02-2018
-
+


რამდენად ეფექტურია კოლეგებთან ერთად გაკვეთილის გეგმის შედგენა?

საკუთარი გაკვეთილის დაგეგმვას მასწავლებელი ძირითადად თავად ახორციელებს, მაგრამ თანამშრომლობა კოლეგებთან აუცილებელია. სხვა მასწავლებლებთან ერთად მუშაობა და იდეების გაზიარება პროფესიონალიზმის ზრდის საუკეთესო გზაა.

იაპონიაში გამოყენებული თანამშრომლობითი მიდგომა, რომელსაც „კენშუ“-ანუ „დახელოვნება სწავლის გზით“ ეწოდება, ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არიან ასეთი წარმატებულნი იაპონელი მოსწავლეები საერთაშორისო ტესტირებებში. 

ამ პროცესის ძირითადი ნაწილი გულისხმობს მასწავლებელთა მცირე ჯგუფის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის წარმართვას და გაანალიზებას. სხვა მასწავლებლები იმავე გაკვეთილს ატარებენ გაკეთებული დასკვნებისა და ცვლილებების გათვალისწინებით. 

აკადემიური წლის ბოლოს ყოველი სასწავლო ჯგუფი აქვეყნებს თავისი მუშაობის შედეგებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ პროცესს გაკვეთილის შესწავლა ეწოდება.

საგნობრივი ჯგუფების მიერ ერთობლივად შემუშავებული გეგმა ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქტი იქნება, რადგან რაც მეტი გამოცდილი და მცოდნე პედაგოგი ჩაერთვება გეგმის შემუშავებაში, ხარისხობრივად მით უფრო სრულყოფილ გეგმას მივიღებთ.

მაგრამ რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს გაკვეთილის გეგმა, მაინც ადაპტირებას საჭიროებს კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში. გეგმის ადაპტაცია შეიძლება მოხდეს გაკვეთილის ჩატარებამდე, ან ამის შემდეგ. 

მასწავლებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ზედმეტი შრომაა გაკვეთილის გეგმის შედგენა, როცა იგი მასწავლებლის წიგნში მზამზარეულადაა მოცემული. მაგრამ ეს ასე არ არის. არ არსებობს ისეთი უნივერსალური გეგმა, რომელიც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს პასუხობდეს. 

საჭიროა მასწავლებელმა გამოიყენოს წიგნში მოცემული გეგმა, მაგრამ იგი მოარგოს თავისი კლასის შესაძლებლობებს, საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

რეკომენდაციები:

• ფაქტობრივად, ის, რაც გამოცდილმა მასწავლებლებმა იციან დაგეგმვისშესახებ, უკუკავშირი და იმის ანალიზია, რამ იმუშავა და რამ არა. ამდენად,ყოველთვის მოიხედეთ უკან, გააანალიზეთ თქვენი გეგმები დადახელოვნდით პროფესიული თვალსაზრისით. თანამშრომლობითირეფლექსია და გაკვეთილის გადახედვა მთავარი კომპონენტებია გაკვეთილისშესწავლის მიდგომისა და დაგეგმვისადმი.

• არ არსებობს ეფექტური დაგეგმვის ერთი კონკრეტული მოდელი. ასე რომ,დაგეგმარებისას ‘’ერთი საზომი ყველას ვერ მიუდგება”. დაგეგმვა პრობლემისგადაჭრის კრეატიული პროცესია გამოცდილი მასწავლებლებისათვის. ამმასწავლებლებმა იციან, როგორ წარმართონ გაკვეთილი და როგორ ასწავლონბავშვებს ეფექტურად. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება