სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ უფროსი სპეცმასწავლებელი ხართ, ერთ სკოლაში ორი პროფილით ვერ იმუშავებთ
25-11-2021
-
+


შეუძლია თუ არა უფროს მასწავლებელს ამავე დროს იყოს უფროსი სპეცმასწავლებელი და როგორ განისაზღვრება ამ შემთხვევაში მისი ანაზღაურება? - აღნიშნული შეკითხვით Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.

როგორც უწყებაში განგვიმარტეს, მოცემულობა, რომ უფროსი მასწავლებელი ამავე დროს იყოს უფროსი სპეც მასწავლებელი დასაშვებია, თუმცა ის ერთ სკოლაში ორი პროფილით მუშაობას ვერ შეძლებს: „ერთი და იგივე სკოლაში ორივე სქემაში ჩართული ვერ იქნება მასწავლებელი, სხვადასხვა სკოლაში კი შესაძლებელია“. რაც შეეხება ანაზღაურებას - „სტატუსის შესაბამისად განისაზღვრება მისი ანაზღაურებაც“.

წელს უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა პირველად ჩატარდა. გამოცდაზე რეგისტრაცია 1731 სპეცმასწავლებლმა გაიარა, მათგან გამოცდაზე 1650 გამოცხადდა, გამოცდა კი წარმატებით 908 აპლიკანტმა ჩააბარა.

სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ყოველ წელს ჩატარდება.

იხილეთ: ვის შეუძლია სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად დასაქმება? - მოთხოვნები და სტატუსის ამაღლების საშუალებები 

2021 წლის გამოცდა მასწავლებლობის 18 320 მსურველიდან მხოლოდ 4488-მ ჩააბარა


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება