სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მსგავსი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “ - სიღნაღში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური გაიმართა
18-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ ფორმატში გრძელდება. პროექტი, ტრადიციულად, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და მათი მოტივაციის გაზრდაზე ზრუნავს, მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 17 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი სიღნაღელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სიღნაღელი  მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. სიგელები მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში დიდი სიამაყით გააზიარეს და მილოცვებიც მიიღეს.

სიღნაღის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს:

ჟუჟუნა შევერდოშვილი, ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ბავშვების მუშაობით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ერთადერთი ტექნიკური ხარვეზი გვქონდა, რაც ტექნიკის გაუმართაობის და ინტერნეტის ბრალი იყო. ჩვენი სკოლიდან 22 მოსწავლე მონაწილეობდა და კარგი შედეგი აჩვენეს. ამ პანდემიის გამო ყველაფერი იმდენად შეზღუდული და ჩაკეტილია, რომ „ეტალონს“ კიდევ უფრო მეტი საიხარულით და მონდომებით ხვდებიან. მოსწავლეების დაინტერესება „ეტალონის“ მიმართ დღითიდღე იზრდება. ეს პროექტი ერთგვარი მოტივაციაა მათთვის, რათა უკეთ ისწავლონ და მომავალშიც წარმატებებს მიაღწიონ“.


თამილა ქურხაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ განათლების ხარისხის განვითარებას ემსახურება, ბავშვებში მოტივაციის გაზრდა, ყოველთვის სიხარულით ერთვებიან. ამით მოსწავლე ხედავს საკუთარ საჭიროებებსაც და იაზრებს კიდეც თუ სად არის, რა აქვს გასაკეთებელი. თუნდაც ის მოსწავლე, რომელიც ვერ აჩვენებს კარგ შედეგს და ხვდება, რომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს მომავლისთვის. „ეტალონი“ გვერდით უდგას განათლების სისტემას ინფორმირებულობის, მშობელთან ურთიერთობის და ჩართულობის  თვალსაზრისით. მივესალმები თქვენს აქტიურობას და ვართ „ეტალონის“ გულითადი მხარდამჭერი“.


ავთანდილ მახარაძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ყოველწლიურად უფრო და უფრო ინტერესდებიან ბავშვები, რომ „ეტალონში“ მიიღონ მონაწილეობა, რადგან ხედავენ - მათი შრომა, ცოდნა ფასდება. ეს პროექტი მოსწავლეებს წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს.  „ეტალონში“ მონაწილეობა საამაყოა ბავშვებისთვის. სკოლაც ყველანაირად ვცდილობთ, რომ  ხელი შევუწყოთ სურვილებს და მათის საუკეთესო ინტერესებიდან გამოვდივართ, როდესაც ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“.


მარიამ ბოლაშვილი, სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურს, არ ველოდით ასეთ კარგ შედეგს, რადგან ამ ონლაინ სწავლება თავისი ხარისხით დასწრებულად სწავლას ჩამოუვარდება. ეპიდემია ყველაფერს ხელს უშლის, რა თქმა უნდა უკეთესი იყო, როცა პირისპირ რეჟიმში ტარდებოდა „ეტალონი“. ვფიქრობ მსგავსი  პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ სკოლებისთვისაც. როცა მოსწავლეები ხედავენ, რომ მათი თანატოლების ცოდნა დაფასებულია, თვითონაც უჩნდებათ მიბაძვის სურვილი“.


ცისმარი სპანდერაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ბავშვები დისტანციურად ჩაერთნენ, ცოტა ეს უჩვეულო იყო მათთვის, მაგრამ კარგად გაართვეს თავი და კარგი შედეგიც აჩვენეს. მე თვითონ ვესწრებოდი ტესტირების პროცესს და ხარვეზი არ გვქონია. „ეტალონი“ ისეთი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების შემეცნებას, მათი თვალსაწიერის გაფართოებას, ამიტომ მოსწავლეები ყოველ წელს აქტიურობენ და განსაკუთრებით ელოდებიან ამ პროექტს. თუმცა, მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება პანდემია და ისევ ძველებურად, პირისპირ რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომლობა“.

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება