სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის ვერ მიიღებს მასწავლებელი ონლაინ გაკვეთილების თანხას? - წინაპირობები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ
29-11-2021
-
+


მასწავლებლები, სკოლაში ჩატარებული გაკვეთილების გარდა, დამატებით ერთ დისტანციურ გაკვეთილში 7 ლარს (ხელზე 5,60 ლარს) იღებენ. პედაგოგებს აღნიშნული დანამატი ხელფასთან ერთად არ უანგარიშდებათ. სამინისტრო ონლაინ გაკვეთილების დასაფინანსებლად თანხას ცალკე გამოყოფს.

მართვის სისტემა პედაგოგებისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას 25 რიცხვში ითვლის, ინფორმაციას კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 27 რიცხვამდე აწვდის.

მასწავლებელმა რომ დისტანციურ გაკვეთილის ანაზღაურება მიიღოს, ყოველთვიურად სამინისტრომდე დეტალურად უნდა მივიდეს შემდეგი ინფორმაცია:

  •  საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;
  • საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;
  • მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა კლასების მიხედვით, მათ შორის დისტანციურ სწავლებაზე დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობა;
  • ონლაინ ჯგუფების რაოდენობა;
  • სკოლის მიხედვით თითოეული მასწავლებლის მიერ დისტანციური სწავლების ფარგლებში შესაბამისი საათობრივი დატვირთვის რაოდენობა.        

თუ სამინისტრო ჩატარებული გაკვეთილების შესახებ ინფორმაციას დროულად ვერ მიიღებს, პედაგოგი ონლაინ გაკვეთილისთვის განკუთვნილ თანხას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელს დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, ხელფასის გარდა მიეცემა დანამატი ყოველ ჩატარებულ დისტანციურ გაკვეთილზე კვირაში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დანამატი არ გულისხმობს ძირითადი საათების გაზრდას და შესაბამისად, ძირითადი ხელფასის და სტატუსის დანამატის დაანგარიშებაზე გავლენას არ ახდენს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება