სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ, ეტალონი

„ჩვენ სრული უფლება გვაქვს, საზოგადოებრივ მაუწყებელს „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება მოვთხოვოთ!“
12-02-2018
-
+


2 თებერვალს კასპს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შემოქმედებითი გუნდი „ეტალონის“ ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან, ერთად ეწვია.

„კასპის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ღონისძიება კასპის კულტურის სახლში ჩატარდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის „ეტალონის“ აქტიური მხარდამჭერი და პროექტის სატელევიზიო სივრცეში დაბრუნების ინიციატორი ლიანა მენაბდიშვილიც იყო.  

ლიანა მენაბდიშვილი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზატორი-მეთოდისტი, მასობრივი ღონისძიებების რეჟისორი, კინომცოდნე და ჟურნალისტია. ამჟამად კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების მთავარი სპეციალისტია და კასპში მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში თეატრალური წრე აქვს შექმნილი. 

როგორც ლიანა მენაბდიშვილი Etaloni.ge-თან საუბრისას აღნიშნავს „ეტალონს“ ეთერში გასვლის დღიდან გულშემატკივრობს: 

„ეტალონს“ ვგულშემატკივრობ ეთერში გასვლის დღიდან. ზოგადად, ძალიან მიყვარს ინტელექტუალურ - შემეცნებითი გადაცემები და ქართულ ტელესივრცეში სხვა გადაცემებს დიდად არ ვწყალობ. ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს საეთერო სივრციდან „გაქრა“ ინტელექტუალური გადაცემები და დაგვრჩა არაფრისმომცემი ტოქ - შოუები. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა „საჯანაბო ქისიდანაც“ ფინანსდება საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია, სრული უფლება გვაქვს, მოვთხოვოთ არხის ხელმძღვანებლობას აღადგინონ პროექტი „ეტალონი“ ცისფერ ეკრანზე და დაუთმოს ამ პროექტს ჩვენთვის სასურველი საეთერო დრო! იმედი მაქვს ბატონი ვასილ მაღლაფერიძის გონიერების და არხის საზოგადოებრივი საბჭოსაგან კეთილი ნების გამოვლინების - ყურად იღებენ ამ ინიციატივას, თუ მომთხოვთა რიცხოვნებას გავზრდით. რადგან „ეტალონი“ თავის დღევანდელი ფორმატით მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქს, თქვენ შესძლებთ ამ ინიციატივის მიტანას მოსახლეობის ფართო ფენებამდე და ჩვენ გავხდებით მრავალნი!“

მისი თქმით, „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ერთგვარი გამოცდაა ცოდნის გადამოწმებისთვის: 
„ეტალონში“ მოსწავლეთა ჩართულობა გახლავთ ერთგარი გამოცდა მიღებული ცოდნის გადამოწმებისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პროექტში გამოვლენილი ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა, რომელიც ხდება უეჭველი გამარჯვების საფუძველი, პროექტის მესვეურთა მიერ წახალისებულია ისეთი მნიშვნელოვანი ჯილდოთი, რომელიც სასურველია ნებისმიერი უფროსი ადამიანისათვისაც. ჯილდოს რაოდენობა იძლევა მყარ საფუძველს, რომ „ეტალონში“ გამარჯვებული საჯარო სკოლის მოსწავლე უზრუნველყოფს საკუთარ შემდგომ განათლებას ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, რაც დიდ სტიმულს აძლევს ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.“

ინტელექტ-შეჯიბრის აქტიური გულშემატკივარი მოსწავლეების „ეტალონში“ ჩართვის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას: „ეტალონი“ იმითაცაა საინტერესო ჩემთვის, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში კითხვები მოიცავენ ნებისმიერ სასკოლო დისციპლინას. მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესის სფეროს წარმოადგენენ მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებზეც აპელირებენ ეროვნული გამოცდების მოთხოვნილებების გადასალახად და ბევრი სასკოლო დისციპლინა გადაიქცა მეათეხარისხოვან და არასასურველ მეცნიერებად. ამიტომაც „ეტალონში“ ჩართვა აუცილებელია თითოეული მოსწავლისთვის.“

„ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფსა და გოჩა ტყეშელაშვილს ლიანა მენაბდიშვილი ჩვეულ ოპტიმიზმსა და ბრძოლისუნარიანობას უსურვებს:

„ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფსა და ბატონ გოჩას ვუსურვებ ჩვეულ ოპტიმიზმსა და ბრძოლისუნარიანობას, რომ შევინარჩუნოთ პროექტი და მივაღწიოთ მის აღდგენას სატელევიზიო სივრცეში.“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება