სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ჩვენი სასკოლო საზოგადოების 90% აცრილია“- ლანჩხუთის N3 სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი
15-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?
 
-  სკოლა ამ დროისთვის  ჰიბრიდული სწავლების მოდელით სარგებლობს, რომელიც როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად სწავლასაც გულისხმობს.  თუკი საჭიროება მოითხოვს, შესაძლოა, შაბათი დღე სასწავლო დღედ გამოცხადდეს.   რაც შეეხება მოსწავლეებისა და მშობლების შეხედულებებს, არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, ვიტყოდი რომ არაერთგვაროვანია. თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა დასწრებით სწავლებას ანიჭებს უპირატესობას და ონლაინსწავლების ფორმატზე საჭიროების შემთხვევაში გადადიან. 

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ?
 
- კომპლექსურ დავალებებს რაც შეეხება,  ჩვენს სკოლაში, ისევე როგორც სხვა მრავალ სკოლაში, არის პრობლემური ამ ფორმატით სარგებლობა, რადგან რიგი მიზეზების გამო, ვერ მოვახერხეთ ჩავრთულიყავით „ახალი სკოლის მოდელში“. ამიტომ პედაგოგები სრულად არ არიან ინფორმირებულნი  და დატრენინგებულნი ამ მიმართულებით. მიმაჩნია, რომ აუცილებელი და სასურველია სკოლების თანაბარ პირობებში  ჩაყენება. 

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- გასული წლების მსგავსად მინდა, რომ სკოლა მთლიანად იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროექტებში. პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები. შიდასასკოლო, შემეცნებით, შემოქმედებით და სპორტულ ღონისძიებებში. ასევე მასწავლებელთა ტრენინგებში ჩართულობით, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ სასწავლო და შემეცნებით პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობით.

ამჟამად, სკოლა აქტიურად არის ჩართულია 1. ესტონურ პროექტში, რომელიც გულისხმობს  დაწყებით საფეხურზე ესტონური გამოცდილების გაზიარებას;  2. მეწარმეობის  პროექტში; 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებში. 4. მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებული  English Access ორწლიანი  პროექტი; 5.  უნივერსიტეტებთან  ურთიერთთანამშრომლობა (სან დიეგოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი);  6.  სკოლაში დაახლოებით შვიდი წელია ფუნქციონირებს კომაროვის შაბათის სკოლა.

 
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე.  რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?
 
- რადგანაც ამჯერად  ჩვენი სკოლა ჰიბრიდულ მოდელზეა და ახერხებს  მოსწავლეთა   მაქსიმალურად  ჩართულობის უზრუნველოყოფას საგაკვეთილო პროცესში, არ არის საჭიროება სასწავლო დღედ გამოყენებული იქნეს შაბათი დღე.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?
 
-  ჩვენი სკოლის სასკოლო საზოგადოების 90% აცრილია. რაც შეეხება მშობელთა ვაქცინაციას,  კლასის დამრიგებელები  და მშობლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ერთმანეთთნ  და რეგულარულად იცვლება აცრილ მშობელთა მაჩვენებელი. თუმცა ვიტყოდი, რომ დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ მაინც  ნეგატიური რჩება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება