სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„თუ საჭირო გახდა შაბათის სასწავლო დღედ გამოყენებას მოვითხოვოთ“ -დიდი პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორი აკოფ პოზოიანი
12-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორი აკოფ პოზოიანი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- სკოლაში სასწავლო პროცესს დასწრებითი ფორმით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა დადებითია, რადგან სწავლა მოცემული რეგულაციების გათვალისწინებით საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- ჩვენი სკოლა - „ახალი სკოლის“ მოდელში არ არის ​ჩართული, ამიტომ კომპლექსურ დავალებებს არ ვიყენებთ.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- სიტუაციიდან გამომდინარე გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები - „ოქროს შემოდგომა“, ახალი წლის ზეიმი, სხვადასხვა ვიქტორინები და ა.შ., რომლის ჩატარებასაც ვაპირებთ საკლასო ოთახში, მშობლებისა და სტუმრების გარეშე, ყველა რეგულაციების დაცვით.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- ჩვენი სკოლა მცირერიცხოვანია, ამ ეტაპზე გაცდენებთან დაკავშირებული სირთულეები არ შეგვქმნია, ვფიქრობ, თუ მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნებათ, გამოვიყენოთ ინდივიდუალური მიდგომა და თუ საჭირო გახდა მოვითხოვოთ სასწავლო დღედ გამოყენებული იყოს შაბათი.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- ჩვენს სკოლაში მასწავლებელთა 40 პროცენტი აცრილია, დანარჩენს კი აცრა დაგეგმილი აქვთ; ხოლო მშობელთა მხრივ ეს პროცესი ცოტა რთულად მიმდინარეობს. ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო ვაქცინააციისგან თავს იკავებენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება