სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
11-11-2021
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს. საზეიმო გაკვეთილს პედაგოგი ნინო ხვედელიძე ხელმძღვანელობდა.

საზეიმო გაკვეთილს სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე ესწრებოდა. დირექტორმა პატარა მოსწავლეემს სასწავლო წლის დაწყება და ანბანის შესწავლის დაწყება კიდევ ერთხელ გულითადად მიულოცა.

„ჭიათურის N2 საჯარო სკოლის I კლასში საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი - „მოგზაურობა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში“ ჩატარდა. გაკვეთილს პედაგოგი ნინო ხვედელიძე ხელმძღვანელობდა. 2 ნოემბრის დილას, სკოლაში მოსულ ბავშვებს, სადღესასწაულოდ მორთული საკლასო ოთახი დახვდათ. გაკვეთილი დიდი შემართებითა და ხალისით დაიწყო. იგი მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ. ხოტბა შეასხეს ანბანის თითოეულ ასოს, იაქტიურეს და ანბანის შესწავლას საზეიმო განწყობით შეუდგნენ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება