| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები:
ა) მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი მასწავლებლების შესახებ ელექტრონულ სისტემაში განთავსდება შემდეგი მონაცემები:
ა.ა) მოქმედი მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ა.ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ;
ა.გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;
ა.დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ.
ბ) მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში.
გ) ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი.
დ) ელექტრონულ სისტემაში ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
ე) ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების განთავსებისა და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ვ) ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები არის მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილების საფუძველი.
ზ) მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილებისა და მისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოიცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თ) მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით.“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება