სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სისტემაში აღარ უნდა დარჩეს მასწავლებელი, რომელიც პროფესიულ განვითრებას წყვეტს“ - მანანა რატიანი
09-11-2021
-
+


2022 წლიდან ის პრაქტიკოსი პედაგოგები, რომელთაც გამოცდაზე კომპეტენცია ვერ დაადასტურეს სკოლიდან უნდა წავიდნენ. ამ დროს კი, საზოგადოებაში აზრი ორად იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, თუ პედაგოგი საგნის გამოცდას ვერ აბარებს, ბავშვებს არ უნდა ასწავლიდეს; ხოლო მეორენი თვლიან, არაფრით შეიძლება გამოცდილი, სტაჟიანი პედაგოგების ხელაღებით გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, მანანა რატიანმა ერთ-ერთ გადაცემაში და აღნიშნა, რომ ადამიანური ქცევის საპირწონედ - მასწავლებლები უმუშევარი არ დავტოვოთ - ამასთან, არიან მოსწავლეები, 21-ე საუკუნის მოქალაქეები და მათ მაღალი კომპეტენციები სჭირდებათ, რათა ცხოვრებაში იყვნენ რეალიზებულები; სკოლაში გატარებული 12 წელი არ დაკარგონ.

„მასწავლებლებს მუდმივად სჭირდებათ განვითარება, რადგან პედაგოგიკური მიდგომები იცვლება და როდესაც პროფესიულ განვითარებას წყვეტს მასწავლებელი, ის სისტემაში აღარ უნდა დარჩეს“, - განაცხადა რატიანმა.

თუმცა, ასეთ დროს შესაძლოა გაჩნდეს პროფესიული კადრის დეფიციტი, რაზეც არაერთი სპეციალისტი აპელირებს? ამ საკითხზე მანანა რატიანი შემდეგ განმარტებას აკეთებს:

„2015 წელს სახელმწიფო კომისიაში იყო დისუკუსიები - მასწავლებლებს, რომლებსაც 2010 წლიდან უნდა დაედასტურებინათ კომპეტენცია და ამას ვერ შეძლებდა, სისტემა უნდა დაეტოვნებინათ; ამ პერიოდისთვის პედაგოგების მხოლოდ 20 %-ს ჰქონდა დადასტურებული კომპეტენცია და აქედან გამომდინარე, სისტემა პედაგოგების 80 პროცენტის გარეშე ვერ დარჩებოდა. ზუსტად ამ პერიოდში ამოქმედდა არაერთი პროგრამა, რომელიც მიმართული იყო  მოსალოდნელი დეფიციტის შევსებაზე, ამ პროგრამებმა ეფექტურად იმუშავა.

დღესაც საუბარია - უნდა გავიდნენ თუ არა ეს მასწავლებელი სისტემიდან? „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი ძალიან კარგად არეგულირებს ამ საკითხს და სისტემა დაზღვეულია არაკვალიფიციური კადრების შემოდინებისგან - სულ მცირე, ახალ კადრებს მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, იცოდნენ პედაგოგიკური მიდგომები და გაიარონ მაძიებლობისა თუ 60-კრედიტიანი პროგრამა“. 

აქვე რატიანი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საჭიროა, ის კვალიფიციური კადრები, რომელთა მომზადებაზეც სახელმწიფო თანხებს ხარჯავს, იყვნენ რეალიზებულები, წინააღმდეგ შემთვევაში გამოდის, ფულს ვყრით:

„თეორიული შანსი, რომ მასწავლებელი, რომელმაც 2010 წლიდან ვერ დაადასტურა კომპეტენცია, მაინცადამაინც ახლა მოახერხებს ამას, მინიმალური, მაგრამ მაინც არის; თუ ამას გააკეთებს, სისტემა მის წინაშე კარს არ ხურავს, იმავდროულად კი, არ უნდა დაგვავიწყდეს ის კვალიფიციური კადრები, რომელთა მომზადებაზეც სახელმწიფო ხარჯავს თანხებს, მაგალითად 60-კრედიტიან პროგრამაზე; თუ ეს ახალგაზრდები სკოლაში სამსახურს დროულად ვერ ნახავენ, ვაკანსიები ხელმისაწვდომი არ იქნება, ისინი დაკარგული არიან პროფესიისთვის და გამოდის, სახელმწიფომაც ტყუილად დახარჯა ერთწლიანი მომზადების თანხა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა იყვნენ სკოლაში, სკოლის ბაზაზე უნდა არსებობდეს მონიტორინგის მექნიზმები და დირექტორს აქვს ამის საშუალება.

მას შემდეგ, რაც ყველა მასწავლებელი დაადასტურებს კომპეტენციას, სკოლაში შენარჩუნებისთვის აღარ იქნება საჭირო გამოცდების არც ორგანიზება, არც ჩატარება და არც ხელახლა ამხელა ხარჯების გაღება“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება