სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ხარისხიანი სწავლებისთვის აუცილებელია მოსწავლეთა მოტივაცია და განწყობა“- დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა
05-11-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა...

- სკოლა ცოცხალი ორგანიზმია. პედაგოგებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი ბიოგრაფიით, შესაძლებლობებით, შეხედულებებით და ა. შ. მაგრამ სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებაში ყოველთვის იგრძნობა პედაგოგთა თანადგომა, მხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა და გუნდურობა, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა და ხელს უწყობს თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სასწავლო ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.

- მოსწავლეს სურს...

- სრულფასოვანი განათლება მხოლოდ სასწავლო პროცესს არ გულისხმობს. დღევანდელი სიტუაციის გამო შეიცვალა ცხოვრების სტილი და რიტმი, რაც სასკოლო ცხოვრებაზეც აისახა, არათუ სურვილად, არამედ მონატრებულად ექცათ მოსწავლეებს უწყვეტი სასწავლო პროცესი.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- კოვიდ-19 პანდემიის გამო 2020 და 2021 წელი რთული და დაძაბული იყო. პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ცხოვრება განათლების სამინისტროს რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელება დამოკიდებულია რამდენად ეფექტურად წარიმართება სასწავლო პროცესი, განხორციელდება ბევრი საჭირო სხვა ღონისძიებები და სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობა. დისტანციური სწავლების ეფექტურობას ხელი შეუშალა სუბიექტურმა და ობიექტურმა მიზეზებმა. ონლაინ სწავლების პირობებში შემცირებული გაკვეთილების ხანგრძლივობა ზოგჯერ ვერ იძლევა ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას. სასკოლო ოთახში სასწავლო პროცესის ხარისხიანი განათლების მიღება ყველაზე კარგი საშუალებაა.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით, არათუ სკოლის დირექტორის, არამედ ყველა ადამიანის აუცილებელი თვისება უნდა იყოს. პასუხისმგებლობა უპირველესად ვალდებულებაა, მოვალეობაა. ამიტომ მოვალეობის გრძნობა ზოგჯერ გაცილებით იმაზე მეტს გაგაკეთებინებს, ვიდრე პასუხისმგებლობა. ხელმძღვანელი ყველაფერზეა პასუხისმგებელი, შესაბამისად ტვირთიც შეიძლება უფრო დიდი და მძიმე აღმოჩნდეს, რომელიც ორმაგ პასუხისმგებლობას გავალდებულებს.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალისტური პროცესები ყველა სფეროზე, ყველაფერზე ახდენს გავლენას, მათ შორის განათლების სისტემაზე. ცხოვრება დინამიკური პროცესია. ათი წლის შემდეგ ძნელია ზუსტად განსაზღვრო ყვეყნის მომავალი, მაგრამ ვისურვებდი, რომ მშვიდობიან, აყვავებულ, გამთლიანებულ, განვითარებულ და სტაბილურ ქვეყანაში იცხოვროს ქართველმა ერმა, მომავალმა თაობამ ისწავლოს ისეთ სკოლებში სადაც სწავლების მაღალი ხარისხისთვის იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ძლიერი ინტერნეტი და გამართული ტექნიკური აღჭურვილობა.

- პედაგოგებს სჭირდებათ...

- ხარისხიანი სწავლებისთვის აუცილებელია მოსწავლეთა მოტივაცია და განწყობა. მაღალმოტივირებულ მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურს და სასიამოვნოს ხდის. ამ საქმეში ყველაზე დიდი როლი მასწავლებლებს ეკისრება. სწორედ მან უნდა შეძლოს მაღალი აკადემიური მოსწრების მისაღწევად მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად, მათი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზება.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- ფსიქოლოგია მეცნიერებაა სულის შესახებ. სული ეს მრავალწახნაგოვანი ფენომენია, როგორ ნ. დუმბაძე წერდა, იგი უფრო მძიმეა ვიდრე სხეული. ამიტომ კიდევ უფრო რომ არ დავამძიმოთ და ერთმანეთის სულს გავუფრთხილდეთ, კარგი იქნება თუ ამ საგანს დავამატებთ სასკოლო საგნებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება