სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგებს დაფასება სჭირდებათ“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ტორაძე
03-11-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ტორაძე საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა. . .

- მიუხედავად პანდემიისა სკოლაში სიყვარულით სავსე ატმოსფერო, სწავლის წყურვილი, ერთმანეთთან ურთიეთობის სურვილი იგრძნობა.

- მოსწავლეს სურს. . .

- მოსწავლეს სკოლაში სიარული, მერხებთან ჯდომა, საკლასო ოთახი და მხიარული გაკვეთილები სურს.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია ჩემთვის პირბადით მოსიარულე მოსწავლეებისა და მასწავლებლების ყურება, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეების.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- პასუხისმგებლობა ნიშნავს უდიდეს გულისხმიერებას, ყველას მოსმენას, სხვისი ტკივილის გაზიარებას.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი გვეცხოვრა უკეთეს გარემოში; მინდა, ყველა სკოლა თანამედროვე ტექნიკით და ვირტუალური ლაბორატორიებით იყოს აღჭურვილი.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- პედაგოგებს დაფასება და უფრო მეტი პატივისცემა სჭირდებათ.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- სასკოლო საგნებს დავამატებდი ხელსაქმის გაკვეთილებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება