სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

უგამოცდოდ უცხოურ უმაღლესში ჩარიცხულებს, საქართველოშიც სტუდენტის სტატუსი ექნებათ - რა წერია კანონპროექტში
02-11-2021
-
+


მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს სტუდენტის ცნების განსაზღვრის შესახებ. კერძოდ, სტუდენტის ცნებას დაემატება ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც, სტუდენტი, ასევე, იქნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ კანონის მოქმედი რედაქციით, სტუდენტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქეობის მქონე (ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი) პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:

„შესაბამისად, იმისათვის რომ აღნიშნული პირებიც მოექცნენ კანონმდებლობით დადგენილი სტუდენტის ცნების ქვეშ, აუცილებელია ცვლილების განხორციელება“, - ვკითულობთ კანონპროექტში.

კანონპროექტის ინიციატორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უწყების მონაცემების თანხმად 2020 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი პირის 550-მდე განაცხადი დარეგისტრირდა, რომელთაგან დაფინანსება მოიპოვა 108 პირმა. სულ დაინტერესება გამოხატა 1750 პირმა.  

2021 წელს, განათლების საერთაშორის ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი პირის 600-მდე განაცხადი დარეგისტრირდა, რომელთაგან დაფინანსება უკვე მოიპოვა 134-მა კონკურსანტმა და ეს რიცხვი, მიმდინარე წელს, კიდევ გაიზრდება, ხოლო დაინტერესება გამოხატა 1600-მა პირმა.

რიგი სტუდენტებისა, რომელთა სტატისტიკური მონაცემი სამინისტროსთვის უცნობია, სარგებლობენ სხვადასხვა სახის შესაძლებლობებით, რომ სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ. 

„მოცემულ ეტაპზე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა) არ სარგებლობენ სტუდენტის სტატუსით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პირები სარგებლობდნენ ქართული კანონმდებლობით დარეგულირებული სტუდენტის სტატუსით, რაც თავისთავად გავლენას ახდენს სტუდენტის მოტივაციაზე და მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფოსადმი სტუდენტების ნდობის ხარისხს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კანონპორექტი  „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილების  შესახებ უკვე მოისმინეს წამყვან კომიტეტებში, ხოლო პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს. კანონპროექტის პირველი მოსმენა დღეს პლენარულ სესიაზე გაიმართა და მას მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება