სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„დირექტორი უნდა იყოს ლიდერი და ყველა საკითხში ერკვეოდეს“ - ბრძოლვერდ ჟორჟოლიანი, მაღლაკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
01-11-2021
-
+


მაღლაკის N2 საჯარო სკოლას უკვე 35 წელია ერთი დირექტორი ჰყავს. ბრძოლვერდი ჟორჟოლიანი წლების განმავლობაში პირნათლად ემსახურებოდა საკუთარ სკოლას და უკვე აპირებს, რომ გზა ახალ თაობას დაუთმოს. Etaloni.ge ბრძოლვერდი ჟორჟოლიანს, სკოლაში გატარებულ წლებზე, დაგროვებულ გამოცდილებასა და სკოლასთან დაკავშირებულ ბევრს საინტერესო თემაზე ესაუბრა.

 - საინტერესო სახელი გქვიათ, როგორია ამ სახელის ისტორია?

- ბრძოლა და ვერდი - ვერდის ოპერა და ბრძოლა, ამ ორ სიტყვას აერთიანებს ჩემი სახელი. მამაჩემმა დამარქვა,რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

- როგორია თქვენი, როგორც სკოლის დირექტორის ისტორია?

- 35 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ. 41 წელია ვმუშაობ სკოლაში და არ მიღალატია. ახლა ამ პერიოდში უკვე მოვალეობის შემსრულებელი ვარ. უკვე 75 წლისა ვარ, ჩემთვის გამოცდების ჩაბარება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ამიტომ ვფიქრობ აღარ გავაგრძელებ და პენსიაზე გავალ, ახალგაზრდებს დავუთმობ ასპარეზს.

- დირექტორობა რა პასუხისმგებლობაა ადამიანისთვის, რას მოითხოვს?

- ყველაფერს მოითხოვს. დირექტორი უნდა იყოს ლიდერი და ყველა საკითხში ერკვეოდეს. დღეს ლიდერობაზეა ყველაფერი დაფუძნებული, ამიტომ სკოლის დირექტორიც ლიდერი უნდა იყოს. სკოლაც პატარა სახელმწიფოა, თუ დირექტორი ვერ ერკვევა ყველა მის ფუნქციაში, სკოლა მიდის უკან და წარმატებები არ ექნება. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სულ 75 ბავშვი სწავლობს და 21 მასწავლებელი გვყავს, თუმცა ყველას ჩაბარებული აქვს მასწავლებლის გამოცდა და ყველა სტატუსიანი პედაგოგია, 4 წამყვანი მასწავლებელი გვყავს.

- ანუ სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებელი აღარ გყავთ?

- არა, ყველა უფროსი მასწავლებელია და 4 წამყვანი, ამ რეფორმას ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, ვინაიდან სკოლაში გამოჩნდნენ ლიდერი მასწავლებლები. ჯგუფი შეიკრა, უფრო შეერთდა. მასწავლებლებმა დაინახეს მეგობრობისა და ლიდერობის ფასი.

- თქვით, რომ 41 წელია ამ სკოლაში ხართ. მასწავლებელიც ბრძანდებით?

- ისტორიის მასწავლებელი ვარ. მაღალ კლასებს არ ვასწავლი, ორი კლასი მყავს მხოლოდ მე-5 და მე-7. ისტორია ძალიან საინტერესო საგანია და ბავშვებსაც ძალიან უყვართ. განსაკუთრებით მე-5 კლასში, გაფაციცებით ისმენენ, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ისტორია ისწავლება რეგიონების მიხედვით. ზოგჯერ მეც არ ვყოფილვარ იმ ადგილში, რასაც ვსწავლობთ სახელმძღვანელოდან და ვკითხულობთ, ამიტომ ჩემთვისაც საინტერესოა და ბავშვებისთვისაც.

- რადგან ისტორიაზე ვსაუბრობთ, როგორ ფიქრობთ არის შესაბამისად დაფასებული ეს საგანი, საკმარისი დრო ეთმობა შესასწავლად თუ უფრო მეტიც შეიძლება?

- საკმარისია, მაგრამ ვფიქრობ საქართვლოს ისტორია მაინც განსაკუთრებულად უნდა ისწავლებოდეს. გამოკვეთილიც კი უნდა იყოს ჩვენი ერის ისტორია. საქართველოს ძალიან დიდი ისტორია აქვს და მე ძალიან მწყდება გული, რომ ეს წინა პლანზე არ არის წამოწეული. პირველი ძაფი აღმოჩენილია საქართველოში, ასევე ყურძენი, ღვინო ქვევრი და ეს ფაქტები თითქოს მიმალულია.

- ახლა რაზეც საუბრობთ, ხომ არ მივყავართ ამას სახელმძღვანელოების პრობლემამდე, რომ რეალურად სახელმძღვანელოები არ არის შესაბამისად ადაპტირებული?

- ძალიან უჭირთ ბავშვებს უმაღლესში ამ საგნის ჩაბარება, იმიტომ რომ სახელმძღვანელოები სხვადასხვა ავტორისაა. ადრე ვსწავლობდით ერთი სახელმძღვანელოთი. ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ვფიქრობ, ერთი ავტორით უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა სკოლა. ახლა არეულია ყველაფერი, ერთი სხვანაირად წერს, მეორე კიდევ სხვანაირად და ეს პრობლემაა. მე, 46 წელია ვასწავლი ისტორიას, თავიდან სულ დაკარგული იყო საქართველოს ისტორია, არჩევითი საგანი იყო და ერთი საათი ეთმობოდა, ისიც გაჭირვებით. რა ისტორია აქვს ახლა რუსეთს ისეთი, რომ პრიორიტეტულად უნდა გვესწავლა... საქართველოს კიდევ უზარმაზარი ისტორია აქვს. ამ კუთხით მაშინაც რთულად იყო საქმე და ახლაც. ვფიქრობ, რომ გამოკვეთილი უნდა იყოს საქართველოს ისტორია. არც ისე დიდი ქვეყანა ვართ, რომ 3-4 ავტორით იყოს სახელმძღვანლო.

- ვინ მიგაჩნიათ საქართველოს იტორიაში ყველაზე დიდ ფიგურად?

- დავით აღმაშენებელზე მეტი ჩვენ ვინ გვყავს, თამარიც ასევე, მაგრამ დავითზე მეტი არავინ არაა, რადგან ეს არის საქართველოს გამაერთიანებელი პიროვნება, რომელზეც აუგი არ ითქმის. აშენებდა, ამშვენებდა, კულტურაც მაღალ დონეზე იყო, რეფორმები მისი ბრწყინვალე იყო, საეკლესიო რეფორმა და სასამართლო რეფორმაც.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ, პანდემიაზეც, რადგან უკვე ორი წელია სკოლები არაბუნებრივ პირობებში არიან. რას ფიქრობთ ონლაინ სწავლებაზე?

- მე თუ მკითხავთ ეს ონლაინ სწავლება, მოვალეობაა და მეტი არაფერი. არაფერს არ წარმოადგენს. ონლაინ რეჟიმში, 20 წუთში რა უნდა გააკეთო მასწავლებელმა? - მოსწავლეების ნახევარი გესწრება, ნახევარი - არა. როგორც უნდა ეცადო დისციპლინა არ არის. პანდემიამ ძალიან შეუშალა სკოლებს ხელი, ძალიან დიდი დაღი დაასვა. ახლა ჩვენ დასწრებულ რეჟიმში ვსწავლობთ, კი იყო გარკვეული შემთხვევები, მაგრამ მოვახერხეთ რომ სკოლაში შეგვენარჩუნებინა სწავლა.

- თქვენი სურვილი რა არის, როგორც სკოლის დირექტორის?

- ინფრასტრუქტურის პრობლემა გვაქვს. ჩვენს სკოლას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. 1911 წელს აშენდა კერძო პირის ალექსი დეისაძის მიერ. ისტორიული სკოლაა. მერაბ კოსტავას წინაპარი აქ სწავლობდა, ლადო ასათიანს ამ სკოლაში უსწავლია და მისი მშობლებიც ჩვენს სკოლაში ასწავლიდნენ. როგორც ხედავთ თითქმის საუკუნოვანი ისტორიის სკოლა, შესაბამისად ინფრასტრუქტურა ნამდვილად გასაახლებელი და მოსაწესრიგებელია.

ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგ გზას ადგას ჩვენი განათლების სისტემა. ეს ახალი მოდელი ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს, მაგრამ რაც ნაკლად მიმაჩნია, ისაა, რომ თითქოს ამ რეფორმაში მოსწავლე ოდნავ მიღმაა, მასწავლებელი უფრო მეტს შრომობს თავის თავზე. მასწავლებელი უფრო მეტად არის დატვირთული და ვეღარ იცლის ბავშვისათვის.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
აქტივობის მიზანი ცოდნის გაღრმავება და ბუნების შემეცნება იყო
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება