სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლაში იგრძნობა ურთიერთმხარდაჭერა“- ლადო ხოზრევანიძე, ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
26-10-2021
-
+


რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ? და მისი აზრით რა სურს მოსწავლეს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლადო ხოზრევანიძე გვიზიარებს.


- სკოლაში იგრძნობა...

- ურთიერთმხარდაჭერა. თანადგომისა და მხარდაჭერის გარეშე რთულია არსებულ მდგომარეობას მარტო გაუმკლავდე.

- მოსწავლეს სურს...

- სკოლაში სრულფასოვან სწავლებას დაუბრუნდეს.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- დედამიწა დააპაუზა კოვიდმა და განათლებას მეტად შეეხო, აკადემიური წელი გადავაგორეთ, ხარისხიან განათლებას ვერ გაუსწორდით.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს... 

- ყველა ადამიანი საკუთარ მძიმე ჯვარს ატარებს, რაც პასუხისმგებლობაში აისახება, გაიაზრო და ატარო ძალაიან რთულია, თუმცა აუცილებელია, როცა პედაგოგი გქვია.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- თუ ადამიანი უკან იხედება წინ ვერაფერს ხედავს! თუ მომავლის იმედით არ ცხოვრობ, წარსული არ გექნება! მშვიდობა ყველაფერი არაა, მაგრამ შვიდობის გარეშე ყველაფერი არაფერია,მშვიდობიანი თანაცხოვრება განვითარებისა და სტაბილურობის გარანტია.

- პედაგოგებს სჭირდებათ... 

როცა შრომასა და ჯაფას დებ რომ მოიმკო. როცა უდანაკარგო მოსავალს იღებ ძალიან კმაყოფილი ხარ, მოტივირებული მოსწავლეც ამის იდენტურია,რაც პედაგოგს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.ამ დროს ანაზღაურება მეორეხარისხოვანია.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი... 

-  ფსიქოლოგიას. თანამედროვე უხლესი პერიოდი სასკოლო საგნად ფსიქოლოგიის დამატებას უალტერნატივოდ მიიჩნევს, ხომ არ დაგვაგვიანდა?!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება