TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასწავლო პროცესის წარმატებას ჩვენი პედაგოგების პროფესიული მომზადების მაღალი დონე განსაზღვრავს“- ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი მარად არძენაძე
25-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი  მარად არძენაძე საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა. . .

- სკოლაში იგრძნობა სწავლაზე და წარმატებაზე ორიენტირებული სასკოლო გარემო, სადაც სკოლის ხელმძღვანელობა, მასწავლებლები, მანდატურის სამსახური და მშობლები ერთი მიზნის გარშემოა გაერთიანებული. ჩვენი სკოლა კარგი მაგალითია იმისა, რომ სასწავლო პროცესის წარმატებას განსაზღვრავს ჩვენი პედაგოგების პროფესიული მომზადების მაღალი დონე, სწავლების თანამედროვე მეთოდები, მოსწავლეზე მორგებული კომფორტული გარემო, დისციპლინა და წესრიგი. ხაზგასასმელია აგრეთვე ყოველი პედაგოგის კეთილგანწყობილი, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი და მათ შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა. სკოლა მუდმივად აკონტროლებს აღნიშნულ კომპონენტებს, რომელიც აუცილებელია სასწავლო პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად. ილიას თქმისა არ იყოს, ,,ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა’’ და ამ საიდუმლოს გასაღები სკოლისა და მასწავლებლის ხელშია.

- მოსწავლეს სურს. . .

- მოსწავლეს სურს, რომ სწავლების საკითხი სიყვარულზე და სამართლიანობაზე იყოს დაფუძნებული. იგი ეძებს საიმედო მასწავლებელს, რომელიც კეთილმოსურნე და გონიერია, თავმდაბალი და მოსიყვარულე. ამიტომაც გვმართებს სიტყვებთან პატიოსნად მისვლა, რომ ყოველ მოსწავლეს ის უნარები განვუვითაროთ, რაც აყალიბებს მასში ზრდილობას, ცოდნას და კეთილ ქცევას. მოსწავლეს სურს, რომ მისი მასწავლებელი ჰგავდეს ერთგულ მშობელს, რათა საბოლოოდ ირწმუნოს მისი და ყველა საჭირო ქცევა გონივრულად შეუთანხმოს მას. როცა მასწავლებელი წრფელი გულით ემსახურება საყვარელ საქმეს, მაშინ მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, რასაც კარგად ამჩნევს ბავშვი და მადლიერი მოსწავლის შესაძლებლობების ზღვარი დღითი-დღე ფართოვდება.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია ამ უჩვეულო ვითარებასთან მოსწავლეების შეგუება. ფაქტების ცოდნა უნდა დაგვეხმაროს როგორც საკუთარი თავის, ასევე მოსწავლეების დაცვაში. გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის შესახებ არსებობს და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და სახიფათო მითები, რომლებიც ადამიანებში უზომო შიშს იწვევს. შესაძლოა მოსწავლეს მოსმენილი ჰქონდეს თუნდაც ოჯახში ყალბი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ. ამიტომ სკოლის ვალია, მოხდეს მოსწავლეთა ინფორმირებულობა დაავადების გავრცელებასა და ვირუსისაგან თავის დაცვის წესებზე. ეს კი პირველი ნაბიჯია კლასებში პროცედურებისა და წესების დასანერგად. მოსწავლეებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ საკითხი იმისათვის, რომ დაიცვან ყველა მოთხოვნა მკაცრად. კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას უნდა გამოვიყენოთ სანდო წყარო, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებები. ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაიების დაცვით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი და გარშემომყოფთა კეთილდღეობა.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი პროფესიის მუდმივ განვითარებას, დაუღალავ შრომას, სიახლეებისადმი მზადყოფნას. მთავარი და უმთავრესი საყრდენი მაინც ბავშვებისა და საქმის სიყვარულია და სურვილი, მუდამ იზრუნო სხვა ადამიანებზე. პასუხისმგებლობა ნიშნავს აგრეთვე ვიყოთ უფრო ემპათიურები, კეთილგანწყობილები, გულწრფელები, რათა მოსწავლემ უკეთესად შეძლოს თვითრეალიზაცია და უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი. მახსენდება მალალი ჰანდის წიგნის პერსონაჟი საყვარელი გოგონა ელი, რომელსაც თანაკლასელები არანორმალურს ეძახიან, მასწავლებლებიც ვერ უგებენ მას. ამიტომაც გოგონას თვითშეფასება ძალიან დაბალია, სანამ არ გამოჩნდა ახალი მასწავლებელი, რომელიც ცდილობს მოსწავლის ძლიერი მხარეების წარმოჩენას. ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, თუ რა დიდი როლი აკისრია მასწავლებელს მოსწავლის პიროვნებაში ჩაბუდებული შესაძლებლობების აღმოჩენაში.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი, რომ ყოფილიყოს ისეთი სამომავლო სკოლები, სადაც ბავშვები სიამოვნებით ივლიან, სადაც ყველა ბავშვის მიმართ იქნება ინდივიდუალური მიდგომა, გარკვეული სქემებით და უახლესი ტექნოლოგიებით სწავლება. მასწავლებელს თავისი პროფესია გამუდმებით ფიქრისაკენ უბიძგებს. მასწავლებლობა მძიმე ტვირთია ათასგვარი გამოწვევებით დახუნძლული, რომელიც გვავალებს, რომ არ მოვდუნდეთ, შევქმნათ ისეთი სკოლა, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებზე და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე იქნება მორგებული. სწორედ ეს არის სიბრძნე, იცოდე შენი დანიშნულება და გქონდეს მისი აღსრულების საშუალება.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- პედაგოგებს სჭირდებათ მოსწავლის სიყვარული, სიკეთის კეთება, სიბრძნე, გულწრფელი ღიმილი, საკუთარი იდეების რეალიზება, სიმტკიცე, კარგისა და ცუდის გარჩევა, ინტელექტისა და შესაძლებლობების წარმოჩენა, საკუთარი თავის რწმენა და რწმენა ადამიანების მიმართ. იგი მუდამ მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისათვის , რადგან ბავშვი ,, ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია’’ და ძნელი შესაცნობელი.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- სასკოლო საგნებს დავამატებდი ფსიქოლოგიას. ეს არის „მეცნიერება სულის შესახებ“. ფსიქოლოგიის საკვლევი საგანი არის ადამიანური ფსიქიკა, რომლის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს როგორც ბუნებრივი, ასევე სოციალური ფაქტორები. რაც დრო გადის, მეტად აქტუალურია ფსიქოლოგიური სამსახურის მნიშვნელობა. განსაკუთრებით ფსიქოლოგიური სამსახურების მიმართ ინტერესს იჩენენ მშობლები გარდატეხის ასაკში მყოფი შვილების მიმართ. კარგი იქნება, თუ დაინერგება სწავლებაში ეს საგანი მისი როლისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება