სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საგნებს შრომის გაკვეთილებს დავამატებდი, რათა მოსწავლე მის ფასს ბავშვობიდანვე ეზიაროს“-თბილისის N152 სკოლის დირექტორი თამარ გურაშვილი
22-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გურაშვილი საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა. . . 

- მშვიდი ატმოსფერო, მონატრება, ზრუნვა, სიყვარული.

- მოსწავლეს სურს. . . 

- პატივი სცენ მის აზრს, ღირსება და უფლება იყოს შეულახავი, გავუგოთ, მისი პრობლემა გავითავისოთ და სხვების შეუმჩნევლად დავეხმაროთ პრობლემის  მოგვარებაში, ვიყოთ მისი მეგობარი და მესაიდუმლე.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . . 

- შეზღუდულ დროში მასწავლებელმა შეძლოს სრულყოფილად განახორციელოს ყველა აქტივობა.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . . 

- დაკისრებულო მოვალეობის პირნათლად შესრულებას.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . . 

- როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში იყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა, ვხედავდე ადამიანებს მხიარულებსა და ხალისიანებს. სკოლაში იყოს კომფორტული სასწავლო გარემო, ყველგან იგრძნობოდეს მასწავლებლისა და მოსწავლის ხალისიანი სასწავლო განწყობა.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . . 

- დაფასება, სითბო, სიყვარული, თანადგომა.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . . 

- ისეთ საგანს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საკუთარი პიროვნების შეცნობაში, ვინ არის დღეს და როგორი შეიძლება იყოს ხვალ, რას ითხოვს მისგან საზოგადოება, შეასწავლის ადამიანების პატივისცემასა და სიყვარულს, გაჭირვებულის დახმარებას, დავამატებდი შრომის გაკვეთილებს, რათა მოსწავლე ბავშვობიდანვე ეზიაროს შრომის ფასს, პასუხისმგებლობას და დააფასოს სხვისი შრომაც.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება