სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია მოსწავლეთა ადაპტაცია არსებულ რეგულაციებთან“- რუსუდან ღუბიანური, ყვარელწყლის საჯარო სკოლის დირექტორი
22-10-2021
-
+


რა სურს მოსწავლეს, რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა, რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ღუბიანური გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა...

- ურთიერთპატივისცემა, სითბო და სიყვარული!

- მოსწავლეს სურს...

- საკუთარი მიზნის მისაღწევად თანადგომა და მოტივაცია!

-კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- მოსწავლეთა ადაპტაცია არსებულ რეგულაციებთან.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- პასუხისმგებლობა ჩემთვის არის მზაობა საუკეთესოდ შეასრულო და განახორციელო დაპირება (თუნდაც საკუთარ თავთან). ამავდროულად, შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებლობა არის უნარი რთულ სიტუაციებში მიიღო გადაწყვეტილება როგორც საკუთარი სახელით, ასევე მათი სახელით, ვინც შენზეა დამოკიდებული. პასუხისმგებლობა იმ შედეგების გააზრებაა, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ან მოქმედება/უმოქმედობას. ვინაიდან პასუხისმგებლობა დიდ წინდახედულებას მოითხოვს, გაუაზრებელი მოქმედება, თავის მხრივ, უპასუხისმგებლობის შედეგია.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- ბედნიერ სამყაროს, ეკოლოგიურად სუფთა დედამიწას, ყოველგვარი პანდემიის გარეშე. ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას, სიკეთის კეთების დიდ სურვილს, მეტ სიყვარულს.

- პედაგოგებს სჭირდებათ...

- სრულყოფილი სასწავლო გარემო ეროვნული სასწავლო მიზნების მისაღწევად!

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- რელიგიის ისტორიას!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება