სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

პაატა იმნაძე: „არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გართულების შემთხვევაში მძიმე შედეგი დადგეს“
02-02-2018
-
+


გრიპი  ინფექციური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს ადამიანიდან ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას გადაეცემა. გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია  ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი და სხვა.

რომელი ვირუსებია საქართველოში გავრცელებული და როდის უნდა ავიცრათ ე.წ გრიპის ვირუსზე ამ საკითხებზე Etaloni.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ესაუბრა.


- რა ვირუსებია საქართველოში გავრცელებული?

- გრიპი  უკვე გამოჩნდა. ჯერ ბევრი არ არის მაგრამ უკვე დაფიქსირდა, გრიპის  B ტიპის ვირუსი.  ევროპაშიც დაახლოებით ასეა, თუმცა იქ A ტიპიც არის და B ტიპიც. ჩვენთან ჯერ მხოლოდ B ტიპის გამოჩნდა. გარდა გრიპის ვირუსისა, ჯერ კიდევ ცირკულირებს ე.წ გაციების ვირუსები, მათ შორის არის რესპირატორულ-სენსიტიური ვირუსი, არის ასევე სხვადასხვა კორონა ვირუსები, რინო ვირუსები, ადენო ვირუსები, რომელიც ძირითადად სურდოთი ხასიათდება. ეს არის  ე.წ ვირუსების ბუკეტი, რაც ზამთარში უნდა იყოს.

- ყველაზე ხშირად რა იწვევს ლეტალურ შედეგს?

- ლეტალური შედეგი ამ დაავადებების დროს უკიდურესად იშვიათია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გრიპის ვირუსს გავუთამამდეთ. არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გართულების შემთხვევაში  მძიმე შედეგი დადგეს. გრიპი ყველაზე საშიშია, მაგრამ რესპირატორულ-სენსიტიურ ვირუსსაც შეუძლია ფილტვების ანთების გამოწვევა, რაც საკმაოდ მძიმე დაავადება.

- ზამთრის მიწურულს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ხომ არ არის მოსალოდნელი ახალი ვირუსების წარმოშობა და გაზრდა?

- არა. აქ უბრალოდ ჩვენ გვაინტერესებს  ხომ არ მოხდება  იგივე გრიპის ვირუსის ქვეტიპის ჩანაცვლება, ამან შეიძლება გაახანგრძლივოს ვირუსის პროცესი. ადამიანისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს A ტიპის ვირუსი გახდის ავად თუ B ტიპის. მას ექნება გრიპი, რომელიც მსუბუქი ან  საშუალო სიმძიმით გამოიხატება. არ არის გამორიცხული პროცესების გართულებაც.  ეს არის ჩვეულებრივი გრიპის ვირუსები, რომელიც დიდი ხანია არის დედამიწაზე.

- როგორ უნდა განასხვავოს პაციენტმა A ტიპის ვირუსი შეხვდა თუ B ტიპის?

- ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც პაციენტისთვის და არც ექიმისთვის. პაციენტს ექნება გრიპი.  ეს გვაინტერესებს ჩვენ - ეპიდემიოლოგებს, რადგან  ვიცოდეთ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

- როდის უნდა აიცრან ბავშვები და არამარტო ბავშვები ე.წ გრიპის ვირუსზე?

- ეს აცრები არის რეკომენდაცია. კარგია თუ ოქტომბერში აიცრებიან, სანამ სეზონი დაიწყება. ჩვეულებრივ სეზონი დაახლოებით ნოემბერი-დეკემბერში იწყება, ამიტომ ყველზე კარგი დრო ასაცრელად ოქტომბერია.

- რა რჩევას მისცემთ მშობლებს გრიპისა და სხვა დაავადებების პრევენციისთვის?

- პირველი და ძირითადი არის ბავშვის გაკაჟება. მეორე - ბავშვი რაც შეიძლება დიდ ხანს იყოს გარეთ, სუფთა ჰაერზე. მნიშვნელოვანია, რომ ავადმყოფი არ უნდა დადიოდეს სკოლაში და ბაღში, მშობელი კიდევ სამსახურში. პატარა ბავშვი ყველამ არ უნდა ჩაიხუტოს და არ უნდა აკოცოს. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა.  ძირითადად გრიპის ვირუსი წვეთოვანია და წვეთით ვრცელდება. ადამიანი დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე ავრცელებს ამ ვირუსს. ეს შეიძლება მოხდეს  საუბრის, ხველების ან ცემინების დროს.

- ნულიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტად რომელი ტიპის ვირუსია გავრცელებული?

- ვირუსების 200-მდე სახეობაა გავრცელებული.  ყველა ვირუსი, იქნება ეს რინო ვირუსი, კორონა  თუ პარაგრიპის ვირუსი, ბავშვებში შეიძლება მძიმედ განვითარდეს და ცრუ კრუპი გამოიწვიოს.





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება