სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია იმ მოსწავლეებთან მუშაობა, რომელთაც არ აქვთ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა“-მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი
13-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი ლიუდმილა ლექვინაძე საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა. . .

- სკოლაში იგრძნობა სიმშვიდე, რეგულაციების დაცვის მზადყოფნა, უსაფრთხო გარემო მასწავლებლების, მოსწავლეების და თანამშრომლების, სასწავლო სააღმზრდელო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვისთვის.

- მოსწავლეს სურს. . .

- მოსწავლეს სასწავლო პროცესში ჩართულობა სურს, მონაწილეობა სასკოლო და კლასგარეშე აქტივობებში, თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარება.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- იმ მოსწავლეებთან მუშაობა, რომელთაც არ აქვთ კომპიუტერული მოწყობილობა და ინტერნეტთან წვდომა; შიში იმისა, რომ არ მოხდეს ინფექციის გადატანა, გავრცელება. ხდება აცრილების და აუცრელების ერთმანეთისგან გარჩევა.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- ზემდგომი ორგანოების მიერ დადგენილი კანონებისა და წესების დაცვას, ეროვნული სასწავლო გეგმის რეალობაში მაღალ დონეზე გატარებას, ადამიანების უფლებების დაცვას, დაკისრებული მოვალეობის სათანდო დონეზე შესრულებას, როგორც დაქირავებული, ისე დამქირავებლისაგან.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- აღარ იყოს პანდემია, გვქონდეს ცხოვრებისა და სწავლის სათანადო პირობები.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- მაღალი ხელფასები, სახელმწიფომ მოახდინოს პედაგოგთა დახელოვნება, გამარტივდეს მასწავლებელთა პროფესიული სქემა.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- ვასწავლიდი ხატვას, სიმღერას და ხაზვას.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება