სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პასუხისმგებლობა ნიშნავს მთელი მონდომებით აკეთო შენი საქმე“- სვირის საჯარო სკოლის დირექტორი ბუხუტი ღონღაძე
13-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის დირექტორი ბუხუტი ღონღაძე საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა...

- მოსწავლეთა და მასწავლებელთა კეთილი განწყობა, რომ  სასწავლო პროცესი საკლასო გარემოში მიმდინარეობს.

- მოსწავლეს სურს...

- მეგობრებთან ერთად სასწავლო პროცესი იყოს მშვიდი, თვითონაც დაიცავს რეგულაციებს და სხვასაც სთხოვს მის შესრულებას.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- მშობლებთან ურთიერთობა, რადგან მათ ისეთივე პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, როგორც პედაგოგებს, მაგრამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობას ვაწყდებით.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- მთელი მონდომებით აკეთო შენი საქმე და თვალყური ადევნო კოლეგის, კოლექტივის და ყველა თანამშრომლის საქმიანობას, დახმარება გაუწიო და იყო მათი საიმედო მეგობარი.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- სკოლა იყოს ძლიერი თავისი ინფრასტრუქტურით, განათლების ხარისხით, ქვეყანა ძლიერი ეკონომიკურად და სულიერად, მოსწავლე ახალგაზრდობას ჯანმრთელ, მშვიდ გარემოში ეცხოვროს და ესწავლოს.

- პედაგოგებს სჭირდებათ...

- გულისტკივილით მინდა აღვნიშნო განათლების  სისტემაში დღეს არსებული სიტუაცია. ძნელია გამოცდით პედაგოგის შეფასება. ალბათ მეტი სითბო და პატივისცემა, რადგან მომავალ პედაგოგს სკოლაში შესვლის სურვილი ჰქონდეს.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- ნამდვილად გადატვირთულია ეროვნული სასწავლო გეგმა სასწავლო საგნებით, შესაძლებელია რაიმეს შეცვლა, ხოლო დამატებაზე თავს შევიკავებდი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება