| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

4 ოქტომბრიდან განათლების სამინისტრომ უმაღლესი სასწავლებლები გახსნილად გამოაცხადა, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს უფლებამოსილება, გადაწყვიტოს სწავლის ფორმატი. განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, ონლაინ შეხვედრაზე უმაღლესი სასწავლებლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის ფორმატი არა ერთპიროვნულად მისაღები, არამედ მრავალკომპონენტიანი გადაწყვეტილებაა და მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი:
„ყველა უმაღლეს სასწავლებელს მიენიჭა უფლებამოსილება, 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდეს სააუდიტორიო სივრცეს, თუმცა უსაფრთხო უნივერსიტეტების პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა ადგილზე უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს; მოგეხსენებათ, პანდემიის მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ვაქცინაცია გახლავთ და ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, როგორც უნივერსიტეტების პერსონალის, ასევე სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელსა და მთლიანად ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებელებს. ეს ინფორმაცია მუშავდება ჯანდაცვის უწყებასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად.
სასწავლო პროცესის ფორმატი არა ერთპიროვნულად მისაღები, არამედ მრავალკომპონენტიანი გადაწყვეტილება გახლავთ და მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. გარდა ერთიანი მიდგომისა, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, საკუთარი მზაობიდან გამომდინარე, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება.
მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს ვაქცინაციის მაჩვენებელს, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალისა და ისე სტუდენტების მხრიდან. მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სკოლასა თუ უნივერსიტეტში ჩვენი მოსწავლეები და სტუდენტები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, რათა ეს ჯაჭვი, რომელიც ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში პასუხისმგებლობას უფრო გვიზრდის, საბოლოოდ გაწყდეს.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადამოწმებულია ყველა უმაღლესი სასწავლებელი და მათი ინსპექტირება გაგრძელდება. ამასთან, ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესრულებასთან დაკავშირებით მუდმივი მონიტორინგი ჩატარდება იმ უნივერისტეტებში, რომლებიც გაიხსნება“.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მანდატურის სამსახურიც ჩაერთო, პოლიციაც გამოვიძახეთ“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
დღესასწაული მთელ სასკოლო საზოგადოებას და არაერთ აქტივობას აერთიანებს
პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება