ზოდის საჯარო სკოლის მესამეკლასელმა, ანასტასია მერმანიშვილმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა
08-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
მე-3 კლასის მოსწავლე ანასტასია მერმანიშვილმა izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.