სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კინორეჟისორსა და საქართველოს სახალხო არტისტს თენგიზ აბულაძეს დღეს 94 წელი შეუსრულდებოდა
31-01-2018
-
+


ცნობილ კინორეჟისორსა და საქართველოს სახალხო არტისტს თენგიზ აბულაძეს, დღეს 94 წელი შეუსრულდებოდა. თენგიზ აბულაძე 1924 წლის 31 იანვარს ქალაქ ქუთაისში დაიბადა.

იგი 1943-1946 წლებში შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. 1953 წელს კი თენგიზ აბულაძემ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო დაამთავრა.

რეჟისორის შემოქმედებას ეკუთვნის ფილმები „მაგდანას ლურჯა“, „ნატვრის ხე“, „სხვისი შვილები“, „მონანიება“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და სხვა.  აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია  - „სხვისი შვილები“, რომელიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა.

ცნობილია, რომ სერგეი იუტკევიჩი  1955 წელს, კანის ფესტივალზე „მაგდანას ლურჯას“ მსოფლიო პრემიერას დაესწრო. პრემიერაზე ყველასთვის უცნობ ქართველი რეჟისორებს აბულაძესა და ჩხეიძეს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის პრიზი - „ოქროს პალმის რტო“ გადასცეს.

„მონანიება“ - ამ ფილმის გადაღების დასაწყისშივე  რეჟისორს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ ერთხმად აღიარებდნენ, რომ  მან  ქართულ კინოხელოვნებას ხელახლა გაუთქვა  სახელი.

„მონანიების” შემდეგ თენგიზ აბულაძემ ახალ ფილმზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ნანა ჯანელიძის თქმით, ილიას მკვლელობით უნდა დაწყებულიყო და გალაქტიონის თვითმკვლელობით  დასრულებულიყო. სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო ამ პროექტის დასრულება.

თენგიზ აბულაძე არ იყო „ტიპიური ქართველი“. მხიარულებით არასდროს გამოირჩეოდა, არ ხმაურობდა, არ ბრწყინავდა და  ცოტას ლაპარაკობდა. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, მისი ფილმებიც „ამოვარდნილია“ 60-იანი, 70-იანი წლების ქართული კინოს სტილისტიკიდან.

თენგიზ აბულაძეს ჰყავდა მეუღლე - მსახიობი მზია მახვილაძე. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, რადგან ერთ სკოლაში სწავლობდნენ.  „ომისა და უბედურების მიუხედავად ჩემი და თენგიზის ახალგაზრდობა საოცრად რომანტიკული და მხიარული იყო“,- იხსენებდა მსახიობი.

თენგიზ აბულაძე 1994 წლის 6 მარტს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინორეჟისორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.


 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება