სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების შემოსავალი იანვრიდან იზრდება -  პენსია 20-25 ლარით იმატებს
04-10-2021
-
+


2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება 2.885 მილიარდი ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით. კერძოდ, არსებული გეგმის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით, 260 ლარამდე გაიზრდება.

ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი.

ბუნებრივია, პენსიის მატება ეხება ყველას, მათ შორის პედაგოგებს, თებერვლის მონაცემებით, სკოლებში დასაქმებული 65 წლის და უფროსი ასაკის 5 ათასზე  მეტი პედაგოგი იყო, უფრო კონკრეტულად კი  საჯაროში 4525 და კერძოში 491  სკოლებში. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება