| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტერმინი „ინდიგო ბავშვები“ პირველად ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს გამოიყენა. თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება 1999 წელს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი „ინდიგო ბავშვები“ გამოიცა. კეროლის აზრით, პირველი „ინდიგო თაობის“ დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ.
ვინ არიან „ინდიგო ბავშვები“ და რა დამახასიათებელი თვისებები აქვთ მათ?
„ინდიგო ბავშვების“ ხასიათი განსხვავებული და საკმაოდ პრინციპულია. ისინი მაღალი ცნობიერებით და მახვილი ინტუიციით გამოირჩევიან. არიან მეტად იმპულსურები და ნიჭიერები. მათ სხვადასხვა სფეროს მიმართ აქვთ გამძაფრებული ინტერესი. ასეთ ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველები და ხშირად უმეგობრდებიან მათ.
„ინდიგო ბავშვებს“ აქვთ მბრძანებლური ტონი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მკაცრად ელაპარაკებიან და მითითებებს აძლევენ. არასწორად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენას ვერ იყენებენ. თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ „ინდიგო ბავშვებს“ ე.წ ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც უყურადღებობა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსური ქცევა ახასიათებს. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე გენიოსების უმეტესობას ახასიათებს. ზოგიერთი მკვლევარი მათ დაბადებას ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას უკავშირებს. მათი აზრით „ინდიგო ბავშვები“ იმ პრობლემებს გადაჭრიან, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ „ინდიგო ბავშვების“ ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი კრისტალურად ლურჯი, ნაცრისფერი ან მწვანე თვალებია. ძალიან იშვიათად ვხდებით მათში თაფლისფერთვალება ხალხს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება