სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები კოვიდზე კვირაში ერთხელ დაიტესტებიან - ინფორმაცია სკოლებმა უკვე მიიღეს
01-10-2021
-
+


4 სექტემბერს საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებს აცრებისკენ მოუწოდებს, პარალელურად კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასწავლებლები ორკვირიანი შუალედის მაგივრად, კოვიდტესტებს ყოველკვირას ჩააბარებენ.

სწრაფი და PCR ტესტი უფასო იქნება როგორც აცრილი მასწავლებლებისთვის, ასევე აუცრელებისთვის და ტესტს  ყოველ ჯერზე სკოლის პერსონალის დაახლოებით 20%-ს გაუკეთებენ.

ინფორმაცია განათლების სამინისტროში გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ პედაგოგებს კოვიდტესტირებასთან დაკავშირებული კითხვებით შეუძლიათ მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას. რადგან დირექტორი ეუბნება, რომ 5 დღეში ერთხელ უნდა დაიტსესტონ, ესე იგი, ასეა.

აქამდე ბევრჯერ ითქვა, რომ აუცრელი მასწავლებლებისთვის კოვიდტესტირება ფასიანი გახდებოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და პედაგოგებს კოვიდტესტებში თანხის გადახდა არ მოუწევთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლების დაახლოებით 65% ვაქცინირებულია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს და მათ აცრებისკენ მოუწოდებს. ცენტრი ასევე მოუწოდებს მოსწავლეთა მშობლებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია და შვილები ვირუსისგან დაიცვან.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება