სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ამ ეტაპზე კარგი იქნებოდა მატერიალური ჟურნალის არსებობაც“- ნელი სულხანიშვილი, ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი
27-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნელი სულხანიშვილი გვესაუბრა. 

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, 2021-2022 სასწავლო წელს სწავლა დაიწყო დისტანციურ რეჟიმში. თითქმის ყველა მოსწავლე ჩართულია თიმსის პლათფორმაში და აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ხოლო რამოდენიმე მოსწავლესთან ხდება სატელოფო კავშირი. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სასწავლო პროცესს გავაგრძელებთ საკლასო ოთახებში. 

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- ელექტრონული ჟურნალების გამოყენებასთან არ აქვს არც ერთ პედაგოგს რაიმე სახის პრობლემა, შარშანაც აქტიურად ახორცილელებდნენ როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ჟურნალის წარმოებას, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კარგი იქნებოდა მატერიალური ჟურნალის არსებობაც. 

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ბორბალოს საჯარო სკოლის პედაგოგთა 80% ვაქცინირებულია. ვთვლი, რომ ვაქცინაცია არ უნდა იყოს სავალდებულო, თუმცა თითოეული პედაგოგი ამ საკითხს უნდა მიუდგეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. 

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- დისტანციური რეჟიმში სწავლა როგორ ვიცით ყველა მოსწავლისათვის რთულია, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. ამიტომ მიმაჩნია რომ პირველ კლასელთათვის სწავლა უნდა დაიწყოს საკოლის კედლებში. 

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- ჩვენს სკოლაში ყველა პედაგოგი უფროსი მასწავლებელია, ისინი აქტიურად არიან ჩართული როგორც სავალდებულო,ასევე მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ტრენინგებში. წელს პირველად გაიარეს სავალდებულო ტრენინგები, რომელიც მათივე თქმით ნაყოფიერი აღმოჩნდა.

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების შემოქმედებით გზავნილებს, დარწმუნებული ვართ, სასიკეთო შედეგები ექნება“

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს საყვარელი ავტორების მოთხრობები

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება