სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ამ პროექტში მოპოვებული თითოეული წარმატება ძალიან საამაყოა“- ასპინძაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ეტაპი დასრულდა
22-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 21 სექტემბერს კონკურსი ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. მასში მონაწილეობა მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.  

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ასპინძელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ასპინძის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლის დირექტორი ლია სანდოძე:

„პროცესმა კარგად ჩაიარა, საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ბავშვებმა იმუშავეს და შესაბამისად, თავიც კარგად გაართვეს. ინტერნეტი სკოლაში ისედაც გამართულია და ამ მხრივ, პრობლემა არ შექმნილა. როგორც ვიცი, ტესტები რთული ნამდვილად არ იყო, ბავშვებმა თავი გაართვეს და მითხრეს, რომ საკმაოდ შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ყოველთვის მონაწილეობდნენ. ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა და მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები ჩემპიონატში ყოველ წელს აქტიურად ერთვებიან. რა თქმა უნდა, კონკურსი მოტივაციასთან ერთად, მოსწავლეების განათლების დონესაც ამაღლებს. მსგავს აქტივობებს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.“

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლის დირექტორი დავით კობერიძე:

„ჩვენთან ინტერნეტი ცოტა ცუდად იჭერს, ამიტომ ზოგიერთ მოსწავლეს მიმდინარეობის დროს შეფერხება ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა. ჩემი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ კონკურსში ხშირად მონაწილეობენ. ვფიქრობ, ამ კონკურსის მნიშვნელობა ძალიან დიდია. პროექტი ძალიან კარგია მოსწავლეთა მოტივაციისთვის და შესაბამისად, გუშინ ძალიან ბევრი მათგანი მონაწილეობდა კიდეც.“

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ივანიძე:

„ტესტირების მიმდინარეობისას არანაირი შეფერხება არ ყოფილა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბავშვებმა წარმატებით იასპარეზეს და სიგელები მიიღეს. ჩემპიონატში გასულ წლებშიც აქტიურად ვერთვებოდით. კონკურსი ბავშვებს მოტივაციას მატებს, მით უმეტეს მაშინ, თუ სიგელს იღებს, ეს უკვე ბევრს ნიშნავს, რადგან ცდილობენ, რომ მეტი და მეტი ცოდნა მიიღონ, რათა შემდეგ უფრო მეტი წარმატება ჰქონდეთ. როგორც პედაგოგი და სკოლის წარმომადგენელი, ამ პროექტს მივესალმები, მშვენიერი პროექტია.“

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლონდარიძე:

„ჩვენგან მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ვერ შეძლო ჩართვა, რადგან დისტანციურად ტარდებოდა და კავშირის პრობლემა ჰქონდა. დანარჩენები უპრობლემოდ ჩაერთნენ და აქედან სამმა ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გადავიდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები, თავიანთ ხელმძღვანელ ლია გიორგაძესთან ერთად, „ეტალონში“ ყოველთვის ჩართული არიან. მოსწავლეები „ეტალონის“ კონკურსის გამოცხადებას ელოდებიან ხოლმე და მონაწილეობას სიამოვნებით იღებენ. ძალიან უხარიათ ხოლმე, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ყოველთვის გვყავს. შარშან მეორე ეტაპზე გადასული ერთი მოსწავლე ათეულში მოხვდა. მოსწავლეებს ნამდვილად აქვთ მოტივაცია, მონდომებულები არიან, ეს ეტყობათ მათაც და თავიანთ მშობლებსაც. ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ამ პროექტში მოპოვებული თითოეული წარმატება ძალიან საამაყოა და დიდი მადლობა „ეტალონს“ ასეთი კარგი პროექტისათვის.“

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ქავთარაძე:

„საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე გადავიდა. უკვე წლებია ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ პროექტებში წარმატებით მონაწილეობენ. ძალიან კარგი პროექტია მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად და განვითარებისათვის. სწავლის მოტივაცია უმაღლდებათ, უფრო ინტერესდებიან, გონება ეხსნებათ. რა თქმა უნდა, მსგავსი აქტივობები ყოველთვის მისაღები და კარგია.“


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება